1780955048
2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 47.7%-ით გაიზარდა, რაც ინვესტორთა ნდობასა და ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ პოზიტიურ მოლოდინებზე მიანიშნებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 47.7%-ით გაიზარდა და 271.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ქვეყნების მიხედვით ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია საქართველოში გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა, შემდეგ მოდის აშშ, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი და ა.შ.
გაერთიანებული სამეფო ლიდერობს ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ასევე ინვესტიციების მკვეთრი მატებაა იაპონიიდან, გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან.
I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, უძრავი ქონების, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში.
2026 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში, შემდეგ მოდის უძრავი ქონების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორები.












