„აუტანელი პატარა ბიჭი ხარ“ - გეიჯისა და თოფურიას დაპირისპირება სოც. ქსელებში

გეიჯი

ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი სოციალურ ქსელებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გეიჯიმ ილიაზე განაცხადა:

„საკუთარ თავზე იმდენს ლაპარაკობს, მას მეც მივატოვებდი. სულ ეს არის, რის თქმაც მინდა. მივატოვებდი. შანსი არაა, მისი ეს ხასიათი ამეტანა“.

ჯასტინმა აქცენტი ილიას განქორწინებაზე გააკეთა, რის შემდეგაც „ელ მატადორმა“ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

„ჯასტინმა ზღვარი გადაკვეთა. რაც ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის მოხდა, მხოლოდ ჩვენი საქმეა. შეიძლება ერთად აღარ ვართ, მაგრამ ის ჩემი ქალიშვილის დედაა...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე