თურქეთის სპეცწარმომადგენელი ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნაზე: იმედს ვიტოვებ, რომ ეს ახალი წინ გადადგმული ნაბიჯი ასევე გააძლიერებს თურქეთ-სომხეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ოთხმხრივ თანამშრომლობას

ბაქო თბილისი

თურქეთის სპეცწარმომადგენელი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხებში ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის აღდგენის შესახებ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას ეხმაურება. შესაბამისი პოსტი სერდარ ქილიჩმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

​„ახალი ნაბიჯი პირდაპირ ვაჭრობის მიმართულებით თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ახალი წინ გადადგმული ნაბიჯი ასევე გააძლიერებს თურქეთ-სომხეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ოთხმხრივ თანამშრომლობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში. ვუსურვებ წარმატებას და კეთილდღეობას ყველა ამ ქვეყანას“, - ქილიჩი.