„ადამიანმაც რომ თქვას, არ მჯერაო, სცადოს თუნდაც ერთხელ!“ - ინფორმაცია მათთვის, ვისაც შფოთვები და უძილობა აწუხებს

თიკა ქოქაშვილი

ფენ-შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შფოთვა, მუდმივი ნერვიულობა, დაძაბულობა ან ძილის პრობლემები აწუხებთ, სასარგებლო ინფორმაციას ავრცელებს.

„ისეთმა ადამიანმაც რომ თქვას, არ მჯერაო, სცადოს თუნდაც ერთხელ - როდესაც არ არის განწყობაზე, ვერ მიდის ისე რაღაც მის ცხოვრებაში, როგორც მას სურს, შფოთვები, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ვერ იძინებს და ა.შ, ამისთვის სპეციალურად იყიდოს ჩვეულებრივი მარილი, დაიბანოს მთელი სხეული და ნახავს, როგორ დაიძინებს იმ საღამოს და საერთოდ, რა განწყობა ექნება,“ - ამბობს ფენ-შუის სპეციალისტი.