18:40 | 2021-10-12 ავტორი: Prime Time

Independent: რუსმა ჯაშუშებმა Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის გეგმა მოიპარეს და Sputnik V-ის შესაქმნელად გამოიყენეს

Independent: რუსმა ჯაშუშებმა Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის გეგმა მოიპარეს და Sputnik V-ის შესაქმნელად გამოიყენეს

რუსმა ჯაშუშებმა Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის გეგმა მოიპარეს და Sputnik V-ის შესაქმნელად გამოიყენეს. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურები აცხადებენ, რომ მათ აქვთ მყარი მტკიცებულება რომელიც რუსი ჯაშუშების მიერ ფარმაცევტული კომპანიისგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის, მათ შორის გეგმის მოპარვას ადასტურებს.

 

ჯერ კიდევ გასულ წელს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჰაკერების სამიზნე დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და კანადის ფარმაცევტული კომპანიები იყვნენ.

 

ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ მასალას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ ბრიტანული მედიის ბრალდებებს სერიოზულად არავინ მოეკიდება.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X