fbpx
01:03 | 2021-01-15 ავტორი: Prime Time

იმუნიზაციის გეგმა, ალბათ, ერთ-ორ დღეში გამოქვეყნდება, ცნობისმოყვარეებმა რომ ნახონ – იმნაძე

იმუნიზაციის გეგმა, ალბათ, ერთ-ორ დღეში გამოქვეყნდება, ცნობისმოყვარეებმა რომ ნახონ – იმნაძე

იმუნიზაციის გეგმა გამოქვეყნდება, შეიძლება, ერთ-ორ დღეში გამოვაქვეყნოთ ეს გეგმა, ცნობისმოყვარეებმა რომ ნახონ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, პირველი ჯგუფი, ვინც აიცრება იქნება სამედიცინო პერსონალი, მეორე – მოხუცებულთა თავშესაფრები და მათი პერსონალი, მესამე -75 წელს გადაცილებული ადამიანები, მეოთხე – 65 წელს გადაცილებული ადამიანები და ა.შ.

 

პაატა იმნაძემ ასევე განაცხადა, რომ ვისთვისაც კოვიდი სასიცოცხლო რისკის დაავადება არ არის, ვაქცინა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი.

ავტორი: Prime Time
X