fbpx
18:57 | 2020-06-08 ავტორი: თეონა ყაჭიური

იმნაძე ფიქრობს, რომ COVID 19-ის ვაქცინა ყველა მსურველს არ ეყოფა

იმნაძე ფიქრობს, რომ COVID 19-ის ვაქცინა ყველა მსურველს არ ეყოფა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ვაქცინის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან დაკავშირებით საუბრობს.

 

როგორც მან განმარტა, მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ ვაქცინები ყველა მსურველისთვის დამზადდეს.

 

მიიღებს თუ არა საქართველო სომხეთიდან კოვიდინფიცირებულებს - პაატა იმნაძის განმარტება
2020-06-08მიიღებს თუ არა საქართველო სომხეთიდან კოვიდინფიცირებულებს - პაატა იმნაძის განმარტება

 

„მესმის „დაჩიპვა“ ვაქცინა, ამის დაკავშირება ერთმანეთთან. რა უნდა ვთქვა ამაზე? გარდა იმისა, რომ ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც ძალიან დიდი სურვილი ექნება რომ აიცრას, ნეტავ, იმას ეყოს.

 

თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიარდი ადამიანია დედამიწაზე?- მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ ძალიან მალე დაამზადონ ეს ვაქცინები, ყველას ეყოს. ნეტავ, იმას ეყოს, ვისაც ძალიან მოუნდება რომ აიცრას“, – განაცხადა იმნაძემ.

ავტორი: თეონა ყაჭიური
X