17:47 | 2020-07-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

იმხელა თანხებს „ახევთ“ უცხოელებს, ქართველ ხალხზე პატარა „კუში“ რომ მოიკლოთ არაფერი დაგიშავდებათ! – თამარ ივერის პასუხი მარტვილის კანიონის დირექტორს

იმხელა თანხებს „ახევთ“ უცხოელებს, ქართველ ხალხზე პატარა „კუში“ რომ მოიკლოთ არაფერი დაგიშავდებათ! – თამარ ივერის პასუხი მარტვილის კანიონის დირექტორს

მარტვილის კანიონში შესვლის ღირებულება სოციალურ ქსელში კვლავ განხილვის თემაა.

 

მას შემდეგ რაც, მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის დი­რექ­ტო­რი თა­მარ ივე­რის კრიტიკულ პოსტს გამოეხ­მა­უ­რა და საოპერო მომღერალს დაცული ტერიტორიის ფასები დეტალურად „გააცნო“ პასუხის პასუხმაც არ დააყოვნა.

 

2020-07-01"ჩემი ფეხი არ იქნება აქ!" - მარტვილის კანიონთან სტუმრებით მისული თამარ ივერი, უკან გამობრუნდა

 

ოპერის მომღერალი წერს, რომ მის მოსაზრებას მარტვილის კანიონთან დაკავშირებით კორუფციის სქემის არსებობაზე სხვა კოლეგებიც იზიარებენ.

 

„გმადლობთ ბატონო ზაზა პასუხისთვის.

კი,დავინტერესდი თქვენი კანიონით, მაგრამ ეს დაინტერესება-დაინტერესების დონეზე დარჩა სამწუხაროდ.ისიც გავიგე რომ მარტო არ ვყოფილვარ, ჩემმა კოლეგა, საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ტენორმა მომწერა…

 

მანდ მეც თაღლითურად მომექცნენო მის კომენტარს დავურთავ კომენტარებში) თუნდაც ორი ცნობილი სახე რომ უკმაყოფილოა თქვენი ტარიფული მენეჯმენტით…ეს თქვენი კანიონის მუშაობისთვის უკვე „წითელი შუქის ანთება“ და შეფუხცუნების საფუძველი უნდა იყოს და იმედია მიხედავთ ამ საკითხს სამომავლოდ!!

 

ჩემს საპასუხოდ, თქვენს წარმატებებზე და ფინანსურ შემოსავლებზე საკმაოდ ოსტატურად და ლამაზი შეფუთვით საუბრობთ.

 

ეს დირექტორების მხრიდან კარგად აპრობირებული ტაქტიკაა ,საკმაოდ „ძმები გრიმები“ს ლამაზი ზღაპარივითაც გიჟღერთ, ნამდვილი რეალობა კი ისაა რომ ამ თანხების მეათედი მაინც მართლა მარტვილს რომ ხმარდებოდეს

 

ეხლა ის პატარა მონტე-კარლო იქნებოდა და არა,საშინელ სიღატაკეში და დანგრეულ ინფრასტრუქტურაში სულის მღაფავი სავანე.

 

ის ვიწრო წრე, ვისაც წარმატებულად ასაქმებთ ….თავადვე მშვენივრად იცით რომ მხოლოდ ზღვაში წვეთია მარტვილის რაიონისთვის. პირადად ჩვენ რაც ვნახეთ, ეს იყო გაუკეთებელი გზები, ორმოები, ველური, მოუვლელი ინფრასტრუქტურა,დაზიანებული ხიდი, ცივილიზაციის არ არსებობა და გაჭირვებული მოსახლეობა.

 

ჩახედეთ რეალობას თვალებში,მერწმუნეთ, მას კაბინეტის ფანჯრიდან ვერ დაინახავთ. მარტვილელებმა აქ ისიც დაწერეს არც წყალი გვაქვს არც გაზიო.

 

ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.თავად კანიონის გარშემო ინფრასტრუქტურაც სავალალოდ მოუვლელია,არც საპარკინგე ადგილია,არც კვების ნორმალური ობიექტი, ამხელა გადასახადები გაქვთ დაწესებული და კიდევ 2ლარს მთხოვს ვიღაც „სტაიანშიკი“ მანქანის დაყენებისთვის.

 

თუმცა,არ მინდა ვინმემ პოლიტიკურად ანგაჟირებულობა „ნაც სექტის“ წევრობა დამწამოს…ძალიან შორს ვდგავარ ჩემი ბიოგრაფიით ამ იარლიყისგან და ამიტომ, რა თემამაც გამაღიზიანა იმ თემას მივუბრუნდები.

 

ოსტატურად რომ ჩამოწერეთ შესასვლელი ტარიფები…

 

ნავით სეირნობის 15 ლარის დაწერა ასე საეჭვოდ რატომ გამოგრჩათ არ ვიცი…დიახ,უბრალო შესვლა და ფეხით რადენიმე მეტრი გასეირნება ნამდვილად ღირს 10,35₾ , (თუმცა, რამდენიმე წლის წინ 5₾ ყოფილა) მაგრამ ისიც კარგად იცით რომ ხალხი მანდ ძირითადად ნავით სასეირნოდ ჩამოდის, ესაა მაგ ადგილის მთელი ხიბლი.

 

თქვენ ეს იცით და ამ 10,35₾ს, ეშმაკურად ყოველ კაცზე უმატებთ 15₾ს!!!!! ანუ,ყოველ 1 კაცზე იღებთ 26₾მდე!!! ანუ 4კაციანმა ხელმოკლე ოჯახმა(და საქართველოს 80%მოსახლეობა ასეთია) რომ მოინდომოს რაღაც მოკლე დაგეგმილ მანძილზე, 15 წუთიანი გასეირნება ნავით…100₾ უნდა დატოვოს!!!

 

ამას ემატება ის ფაქტი რომ რამდენ ქართველს სურს მის უცხოელ მეგობარს სცეს პატივი და დაპატიჟოს…ანუ მაგ შემთხვევაში 17₾+15₾=32₾ ამ ადამიანმა 32₾ უნდა გადაუხადოს ყოველ მის დაპატიჟებულ მეგობარს.და ეს თანხები შემდგომ მიდის თბილისის ცენტრალურ ბიუჯეტში! და ასეთი გაქნილი სქემის შემდეგ,კიდევ მარტვილის მაღალ იდეალებზე და მისი ხალხის კომფორტულ ცხოვრებაზე მესაუბრებით,როცა თავად ამ ხალხამდე 10თეთრიც არ მიდის.

 

მე,როგორც აპოლიტიკურ ოპერის მომღერალს, ნაკლებად მაინტერესებს ამ სქემის სიღრმეებში ქექვა…ასეთი თემები ტელეგამოძიებების პრეროგატივაა. არც ეს თქვენი მოყვანილი ციფრების კორიანტელი მეუბნება ბევრს ვერაფერს, მათემატიკაში სკოლიდანვე სუსტი ვიყავი, საკუთარ თვალს და რიგითი მარტვილელების ინფორმაციებს უფრო ვენდობი ვიდრე დირექტორების მიერ საკუთარი მოღვაწეობის გამაპრავებელ, პირადი მდივნების მიერ კარგად ჩამოწერილ ტექსტებს და „დეკლარაციებს“.

 

უბრალოდ,ერთს გეტყვით რომ თუ ჩემთან მეგობრობა და ქართველი ხალხისთვის სიკეთე გსურთ…გთავაზობთ „ჩამოფერთხილ“ და უფრო რეალური ფასების პრეისკურანტს:

 

1.ზრდასრული საქ.მოქალაქე 5₾

2.6-18წლამდე 2.50₾

3.ნავით გასეირნება -5₾

4.1-6 წლამდე უფასო

5.შშმ პირები და სტუდენტები – უფასო

 

6.ადგილობრივი მარტვილელი.(მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტით) – სიმბოლური 1₾

 

7.უცხოეთის მოქალაქეები კი უკვე….თქვენს სინდისზე იყოს, მე ვერაფერს დაგაძალებთ…ოღონდ, ერთია, როცა მათ ქართველი პატიჟებს და თავის ჯიბიდან უხდის….იქნებ ცოტა, „ჯიგრულ-ძმური“ თანადგომის გამონაკლისი option ებიც გქონდეთ….რადგან,სტუმარ-მასპინძლობა საქართველოში ოდითგანვე ყველა „ტარიფებზე“ მაღლა იდგა!

 

ეს არის რეალური ფასები. გეხამუშათ? არა უშავს, ისედაც იმხელა თანხებს „ახევთ“ უცხოელებს ყოველ თავის მიბრუნება-ჰაერის ჩასუნთქვაში რომ ქართველ ხალხზე პატარა „კუში“ რომ მოიკლოთ არაფერი დაგიშავდებათ!“, – წერს ოპერის მომრერალი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X