11:48 | 2020-06-11 ავტორი: მარი ჯაფარიძე

Exclisive: სამშობიაროდან მამის მოთხოვნით გამაშვილეს, რადგან ოჯახში მეშვიდე გოგოდ დავიბადე

Exclisive: სამშობიაროდან მამის მოთხოვნით გამაშვილეს, რადგან ოჯახში მეშვიდე გოგოდ დავიბადე

წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ, რამდენი ადამიანი ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს ან და-ძმებს. მაია ბარბაქაძე ერთ-ერთი მათგანია.

 

მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი გაშვილების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, რომ ოჯახში მეშვიდე გოგოდ დაიბადა.

 

– 1965 წლის 10 იანვარია ჩემი დაბადების ოფიციალური თარიღი, თუმცა შესაძლოა, ეს თარიღი სწორი არ იყოს. გამზრდელი მამის და მუშაობდა გორის სამშობიარო სახლში, საიდანაც ჩემი გაშვილება მოხდა.

 

Exclusive: 13 რიცხვი დედისთვის და შვილისთვის ერთნაირად უბედური აღმოჩნდა - ცნობილი ტრაგედიის უცნობი დეტალები
2020-06-09Exclusive: 13 რიცხვი დედისთვის და შვილისთვის ერთნაირად უბედური აღმოჩნდა - ცნობილი ტრაგედიის უცნობი დეტალები

 

მეზობლის ბავშვები სულ ჩურჩულებდნენ ხოლმე და ვერ ვიგებდი, მე რატომ მიმალავდნენ. ერთხელაც წამომაძახეს, – შენ ვიღაცისგან მოგიყვანესო. ეს გულში ჩამრჩა.

 

11-12 წლისა ვიქნებოდი, როცა დედაჩემისა და ბებიაჩემის საუბარი მოვისმინე. არ იცოდნენ, რომ მესმოდა და გულღიად ლაპარაკობდნენ, – მაგის დედა სამშობიაროში თავს იკლავდა, კედლებს ეხლებოდა, ბავშვის დატოვება არ უნდოდა, მაგრამ ქმარმა უთხრა, ან ეგ დატოვე ან შენც აქ დარჩიო.

 

ოსები არიან ამის მშობლები, ცნობილი სოფლიდანო. სოფლის სახელი არ თქვა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ჩემი ბიოლოგიური მშობლები რუსიდან არიან. წარმოგიდგენიათ, იმიტომ გამაშვილეს, რომ ოჯახში მეშვიდე გოგოდ დავიბადე.

 

თურმე, თვეების მერე ნამდვილ მამიდას ვუკითხივარ გორის სამშობიაროში, ის ბავშვი სადაა, დედამ რომ დატოვაო, მამიდაჩემს, რომელიც იქ მუშაობდა, უთქვამს, – ის ბავშვი მოკვდაო. ალბათ რომ არ მოვეძებნე, იმიტომ.

 

Exclusive: ძალიან მინდა დედა დავიბრუნო! - სამშობიაროდან 500 მანეთად გაყიდული გოგო დედას ეძებს
2020-06-10Exclusive: ძალიან მინდა დედა დავიბრუნო! - სამშობიაროდან 500 მანეთად გაყიდული გოგო დედას ეძებს

 

დედაჩემი 84 წლის იყო, როცა ვკითხე, – მითხარი, ჩემი მშობლები ვინ არიან, დებს მაინც მოვძებნი-მეთქი და საშინელი სახე მიიღო, თითქოს უცებ შემიზიზღა და მითხრა, – ეგღა მაკლია, ჩემს კარმიდამოზე ოსებმა იარონო.

 

გამზრდელი დედა თავიდან კარგად მექცეოდა, მაგრამ მერე ამითვალწუნა, გამუდმებით მწყევლიდა. სურამში გავიზარდე, აღარავინ მყავს ახლა და მინდა, დები მოვძებნო.

 

იქნებ გამიმართლოს და მივაგნო. ჩემი გამზრდელი მშობლები იყვნენ ბარბაქაძე ვანო და კლარა. იქნებ ეს ინფორმაცია გამოსადეგი იყოს და დამეხმარის ბიოლოგიური ნათესავების მოძებნაში.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X