22:35 | 2020-07-30 ავტორი: თამთა თორდია

იმიტომ არის ამერიკა სახელმწიფო და იმიტომ არ არის საქართველო – ზურაბ გურული

იმიტომ არის ამერიკა სახელმწიფო და იმიტომ არ არის საქართველო – ზურაბ გურული

ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოს აფასებს.

 

ბანდიტსა და მკვლელს, დაუნდობელ ალ კაპონეს გადასახადებისაგან თავის აცილებისათვის რომ სვამდა კანონიერად ციხეში ამერიკა, იცოდა, რომ ამ საქციელით კიდევ ერთხელ იხსნა საკუთარი სახელმწიფოებრიობა გახრწნისაგან.

როგორ სძინავს ამ ხალხს ღამით? - გურულის თქმით, რომ არა მედია, ეს უბედური ბავშვი ვერ იპოვიდა სიმართლეს
2020-07-21როგორ სძინავს ამ ხალხს ღამით? - გურულის თქმით, რომ არა მედია, ეს უბედური ბავშვი ვერ იპოვიდა სიმართლეს

 

 

თავისი პროკურატურა, სასამართლო და პოლიცია საქმეების შეკერვას არ მიაჩვია. იცოდა, ერთხელ თუ მიაჩვევ სიყალბეს კაცს, მერე ის კაცი სხვა დროსაც გამოიყენებს ნასწავლს და თავის გამართლებასაც ისევ მოახერხებს.

 

არც საზოგადოება მიაჩვია შურისძიების დაუოკებელი ჟინის უკანონობითა და სიყალბით დაკმაყოფილებას. იცოდა, რა დაემართებოდა მერე იმ საზოგადოებას.

 

იმიტომ არის ამერიკა სახელმწიფო და იმიტომ არ არის საქართველო“,- წერს გურული.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X