15:22 | 2020-04-21 ავტორი: თამთა თორდია

„ავტობუსის კარი მეორე მხარეს რომ გაიღება…“ – ჭავჭაძეზე ახალმა მოსაცდელებმა აჟიოტაჟი გამოიწვია

„ავტობუსის კარი მეორე მხარეს რომ გაიღება…“ – ჭავჭაძეზე ახალმა მოსაცდელებმა აჟიოტაჟი გამოიწვია

ჭავჭავაძის გამზირზე გზის სავალი ნაწილის შუაში მოწყობილმა ავტობუსების ახალმა გაჩერებებმა სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია.

 

სანამ რეაბილიტაციის პროცესი საბოლოოდ არ დასრულებულა, მოსახლეობა ცდილობს გამოიცნოს და შეაფასოს ამ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა.​

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ჭავჭავაძის გამზირზე გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გაჩერება გზის შუა ზოლშია მოქცეული.

 

ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ ავტობუსის კარები მეორე მხარეს გაიღება.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ თბილისის მერიას დაუკავშირდა და გვითხრეს, რომ ავტობუსები იმოძრავებენ საპირისპირო მხარეს, შესაბამისად კარიც გაიღება იმ მხარეს, სადაც მგზავრთა მოსაცდელი კუნძულია.

 

„ავტობუსები იმოძრავებენ სპეციალურად გამოყოფილ ზოლში, მსუბუქი ავტომობილების საპირისპიროდ“, – გვითხრეს თბილისის მერიაში.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X