fbpx
16:03 | 2020-12-29 ავტორი: Prime Time

„იმედია, მოქალაქეები ახალ წელს საკუთარ ჯანმრთელობას არ გადააყოლებენ“ – რა ვითარებაა თელავში

„იმედია, მოქალაქეები ახალ წელს საკუთარ ჯანმრთელობას არ გადააყოლებენ“ – რა ვითარებაა თელავში

წინასაახალწლოდ თელავის ქუჩებში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, აგრარულ ბაზრებსა და სუპერმარკეტებში მყიდველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

 

ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტის, მარიამ ვარსიმაშვილის განმარტებით, მყიდველის ნაკადმა განსაკუთრებულად ბოლო ორი დღის განმავლობაში მოიმატა.

 

„შეზღუდვების მოხსნის დღიდანვე მყიდველი არ გაზრდილა, განსაკუთრებული მატება ბოლო ორი დღის განმავლობაში შეინიშნება. ვვარაუდობთ, რომ ხვალ და განსაკუთრებით, 31 დეკემბერს, უფრო მოიმატებს. ჩვენ ვუმოწმებთ ტემპერატურას, ვცდილობთ რიგები მოვაწესრიგოთ, მაგრამ ამდენ ხალხში ყველა რეკომენდაციის შესრულება, მაინც რთულია“, – თქვა ვარსიმაშვილმა.

 

კახი კალაძის და ანუკა არეშიძის ზღაპრულად მორთული სახლი
2020-12-29კახი კალაძის და ანუკა არეშიძის ზღაპრულად მორთული სახლი

 

ხალხმრავლობის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი პირბადის გარეშე გადაადგილდება და დისტანციას არ იცავს.

 

თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ჯღუთაშვილი განმარტავს, რომ რეგულაციების დარღვევამ, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარება გაართულოს.

 

გართულების თავიდან აცილება, მხოლოდ მოსახლეობის თვითშეგნებაზეა დამოკიდებული.

 

„შეზღუდვები არ იყო პოპულარული, მაგრამ ყველამ ნახა, გაფართოებული ტესტირების მიუხედავად, როგორ დაიკლო ინფიცირებულების რიცხვმა. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეები ერთ ახალ წელს საკუთარ ჯანმრთელობას არ გადააყოლებენ“,- განაცხადა ჯღუთაშვილმა.

 

ჰქონდა თუ არა „კანონიერ ქურდ“ შოშიას მოწმეებზე ზეწოლის მცდელობა? - შაქარაშვილის საქმე
2020-12-29ჰქონდა თუ არა „კანონიერ ქურდ“ შოშიას მოწმეებზე ზეწოლის მცდელობა? - შაქარაშვილის საქმე

 

პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწესებული შეზღუდვები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებთან ერთად თელავსაც შეეხო.

 

24 დეკემბრიდან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები, ნაწილობრივ მოიხსნა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საღამოს 21:00 საათის შემდეგ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვა, კვლავ ძალაში დარჩა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time


X