17:54 | 2020-04-19 ავტორი: ლიზი მეტრეველი

იმედია, ეს ინციდენტი იქნება გამოძიებული – სააკაშვილი

იმედია, ეს ინციდენტი იქნება გამოძიებული – სააკაშვილი

იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ, აუცილებლად დავადგენთ რა მოხდა ზუსტად – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხანძარს ეხმაურება.

 

„დღეს დილით, როდესაც ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო და ხალხი დღესასწაულს აღნიშნავს, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო.

 

„სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა” ბოლო ხანებში ძალიან აქტიურია ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების კუთხით და ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში და რა თქმა უნდა, აღიზიანებს ქვეყნის „მფლობელებს”!

 

იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ აუცილებლად დავადგენთ რა მოხდა ზუსტად.” – წერს სააკაშვილი

 

დღეს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა.

 

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები