19:30 | 2020-03-12 ავტორი: თამთა თორდია

მეც მომწონს იტალია, იმედია, დავძლევთ ამ გამოწვევას და მერე ერთად ვიმოგზაუროთ – გამყრელიძე

მეც მომწონს იტალია, იმედია, დავძლევთ ამ გამოწვევას და მერე ერთად ვიმოგზაუროთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სიტუაცია მთლიანად მსოფლიოში უარესდება.

 


მისი თქმით, საჭიროა ზედმეტი სიფრთხილე.

 

„სიტუაცია მთლიანად მსოფლიოში უარესდება, ამიტომ ზედმეტი სიფრთხილე გვჭირდება და პირველი მოწოდება გახლავთ, რომ მოქალაქეებს მოვუწოდოთ, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, მაგრამ ამას ყველას ვერ ავუკრძალავთ, თუ განსაკუთრებული მიზეზი არსებობს. იმე­დია, დავძლევთ ამ გა­მოწ­ვე­ვას და მერე ერ­თად ვი­მოგ­ზა­უ­როთ, მეც მომ­წონს იტალია და გერმანია. 

მთელ მსოფლიოში იცვლება სიტუაცია და ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ასევე გთხოვთ დიდი თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ, რადგან ყველა თავყრილობაზე არის რისკი“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

ასევე ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 25-ე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„დღეს დადასტურებულია მხოლოდ ერთი დადებითი შემთხვევა. პაციენტი წევს ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არის მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

გამყრელიძე ამბობს, რომ ლაბორატორული კვლევები გრძელდება.

 

„ზოგიერთი ნიმუში განმეორებით შემოდის, მიმდინარეობს კვლევები ლუგარში და დღეს დადასტურებულია მხოლოდ ერთი დადებითი შემთხვევა. დღეს ნიმუშების რაოდენობა 60-მდე ადის“ ,-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 25 ადამიანია. კარანტინის რეჟიმში 295 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 49.

ავტორი: თამთა თორდია


X

error: Content is protected !!