09:32 | 2020-04-07 ავტორი: თათია ცუკოშვილი

იმედი მაქვს ეკლესია ქვეყანას იმ მდგომარეობაში არ ჩააყენებს, რომ სიტუაციაზე კონტროლი დავკარგოთ – ლომჯარია 

იმედი მაქვს ეკლესია ქვეყანას იმ მდგომარეობაში არ ჩააყენებს, რომ სიტუაციაზე კონტროლი დავკარგოთ – ლომჯარია 

იმედი მაქვს, ეკლესია და სხვა რელიგიური ორგანიზაციები ქვეყანას იმ მდგომარეობაში არ ჩააყენებენ, რომ ჩვენ სიტუაციაზე კონტროლი დავკარგოთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„პრეზიდენტის დეკრეტი და მთავრობის დადგენილება შეზღუდვებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა. იქ რელიგიური ორგანიზაციების რიტუალები თუ შეკრებების გამონაკლისი ჩაწერილი არ არის. კანონმდებლობა ძალიან ცალსახად განსაზღვრავს, რომ ეკლესიებში და სხვა დაწესებულებებში შეკრება შეზღუდულია. ჩვენ ვირუსის პიკს ველოდებით, ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ დღე დრამატულად იზრდება. იმედი მაქვს, ეკლესია და სხვა რელიგიური ორგანიზაციები ქვეყანას იმ მდგომარეობაში არ ჩააყენებენ, რომ ჩვენ სიტუაციაზე კონტროლი დავკარგოთ,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა.

 

აქედან 39 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები