19:45 | 2020-05-25 ავტორი: თამარ გონგაძე

“იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი გაერთიანდება კარგი საქმისთვის” – რა ჩაიფიქრა სტეფანემ

“იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი გაერთიანდება კარგი საქმისთვის” – რა ჩაიფიქრა სტეფანემ

6 ივნისს ფონდი “ერთიანობა” (რომელიც ქველმოქმედებისთვის პანდემიისას შეიქმნა) სასტუმრო “სტამბიდან” ატარებს საქველმოქმედო კონცერტს Covid-19-ის პანდემიის პერიოდში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.

 

პირდაპირი ტრანსლაციის დროს შესული თანხით ფონდი დაეხმარება მათ, ვინც სამსახურები დაკარგეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

 

2020-05-25"მისი აგრესია კორტზეც არ მინახავს... ჩემს აკადემიაში გაიზარდა" - ლეილა მესხი ნიკოლოზ ბასილაშვილს ახასიათებს

 

ეს იქნება სტეფანე მღებრიშვილის სოლო კონცერტი ბენდთან და სხვადასხვა არტისტებთან ერთად. ჩვენთან საუბრისას სტეფანე ჯერჯერობით ვერ ასახელებს, კონკრეტულად ვის ვიხილავთ მასთან ერთად საქველმოქმედო კონცერტზე.

 

სტეფანე: – ვერ ვაკონკრეტებ, ვინ იმღერებს ჩემთან ერთად, ვინაიდან ფონდის ორგანიზატორები მოლაპარაკების სტადიაში არიან. დაზუსტებით ვიცი, რომ ნიკოლოზ რაჭველი დაუკრავს.

 

როგორც სტეფანე სოციალურ ქსელში წერს, კონცერტი ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა და შესაძლოა, სხვადასხვა ინტერნეტ-პორტალზეც გავიდეს.

 

კონცერტი იქნება ცოცხალი შესრულებით იმ არტისტებთან ერთად, ვისთანაც მღებრიშვილს უახლეს წარსულში უთანამშრომლია, შესრულდება ახალი სიმღერები.

 

„როცა ლამაზი ცოლი გყავს, ყურადღების მიქცევა ორმაგად საჭიროა“ - მამუკა ჩარკვიანი 
2020-05-24„როცა ლამაზი ცოლი გყავს, ყურადღების მიქცევა ორმაგად საჭიროა“ - მამუკა ჩარკვიანი 

 

“იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი გაერთიანდება კარგი საქმისთვის” – წერს მუსიკოსი “ფეისბუქზე”.

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე


X