15:08 | 2020-03-28 ავტორი: Prime Time

იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე, ნუ ამალაპარაკებენ – პაატა იმნაძე

იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე, ნუ ამალაპარაკებენ  – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში მის ჩათრევას ცდილობენ.

 

„მე პოლიტიკოსი არ ვარ და არ მინდა. თავი დამანებონ სულ ყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს რა. თავი დამანებონ, იმიტომ რომ იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე და იქ ჭკვიანები ხომ არიან ბანაკში, იმათმაც იციან მე რა ვიცი“, – ამბობს იმნაძე,

 

„ხელი რატომ ვერ მახლეს ხომ ახსოვთ არა, ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. გაჩუმდნენ. თორე ავლაპარაკდები ყველაფერს ვიტყვი, ვაფრთხილებ. დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ, ქვეყანას დღეს ეს სჭირდება“, – ამბობს იმნაძე, თუმცა არ მიუთითებს თუ ვის ეხება ეს მიმართვა.

 

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ყველამ თავი დაანებოს ტელევიზიებში კეკლუცობას, ტესტებს აქვს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დროს, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო.

 

„ყველა ეპიდემიოლოგი გახდა ამ ქვეყანაში, რაღაც ვიცით ჩვენც რა. წავიდნენ, სხვა ქვეყნებს დაეხმარონ რჩევებით, უფრო უჭირთ. ყველასგან მივიღებ რჩევას, მაგრამ ჩვენი გუნდი, მარტო კი არ ვმუშაობ, ხათუნა ზახაშვილი ერთ-ერთი უძლიერესი ეპიდემიოლოგია. აქ მთელი გუნდი მუშაობს, ყველაფერს ვსწავლობთ, ყველას რჩევას მივიღებთ, მაგრამ თავი დაანებონ კეკლუცობას ტელევიზიებში. ტესტებს აქვს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დრო, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო. ხომ არ დავიწყებ ღია გაკვეთილებს, ღია გაკვეთილების დრო კი დადგა საქართველოში, როდესაც საქართველოში ბავშვებს ტელევიზიით ასწავლიან, მაგრამ მე ამის დრო არ მაქვს, რომ ეპიდემიოლოგიის ლექციები ვატარო ყველა მსურველისთვის. სამწუხაროდ, არ მაქვს დრო, სხვა დროს სიამოვნებით გავაკეთებდი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები