18:18 | 2020-05-27 ავტორი: თამარ გონგაძე

“იმდენად გამორჩეული სპორტსმენია, მისი დაკარგვა დრამატული იქნება” – ლანა ღოღობერიძე

“იმდენად გამორჩეული სპორტსმენია, მისი დაკარგვა დრამატული იქნება” – ლანა ღოღობერიძე

რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ჩოგბურთით გატაცება საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტია. 91 წლის რეჟისორი კვირაში ორ საათს კორტებზე ატარებს.

 

ბუნებრივია, პანდემიური კარანტინის პერიოდში ის საყვარელი სპორტის სახეობით დაკავებული არ იყო. როგორც “პრაიმტაიმთან” თქვა, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ამ დღეებში გეგმავს კორტებზე მისვლას.

 

ქალბატონ ლანას, როგორც ჩოგბურთის და ნიკოლოზ ბასილაშვილის დიდ გულშემატკივარს, ამ უკანასკნელის გარშემო აგორებულ სკანდალზე ვთხოვეთ დამოკიდებულების გამოხატვა.

 

რეჟისორი მიიჩნევს, რომ თუ ჩოგბურთელს ძალადობა დაუდასტურდა, მასზე წარმოდგენა შეეცვლება, თუმცა თვლის, რომ ბასილაშვილი აგრესიული ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

 

„მიყვარს იქაური კალმახის კარპაჩო და სალათები“ - რას აპირებენ პანდემიურ „ხსნილზე“ ცნობილი ქალბატონები
2020-05-27„მიყვარს იქაური კალმახის კარპაჩო და სალათები“ - რას აპირებენ პანდემიურ „ხსნილზე“ ცნობილი ქალბატონები

 

ლანა ღოღობერიძე: – მთელი ჩემი სიმპათია მის მიმართ არის, მაგრამ თუ მან მართლა იძალადა ცოლზე, ვერაფერს ვიტყვი. ეს უნდა გამოირკვეს. მე შინაგანად მჯერა, რომ ნიკოლოზი ძალადობის ჩამდენი არ არის, შეუძლებელია.

 

მაგრამ ვიცი, რომ ობიექტური ფაქტები არსებობს. თუ რაღაც დამტკიცდება, მთელი ჩემი სიმპათიის მიუხედავად, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავიცავ. რა თქმა უნდა, ეს წარმოდგენას შემიცვლის. თუმცა კიდევ ვამბობ, იმედი მაქვს ეს არ მოხდება, რის საფუძველზე მაქვს ეს იმედი, არც ვიცი. არც ვიცნობ. სწორედ არააგრესიული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩოგბურთიც ისეთია, კეთილშობილებას უწყობს ხელს.

 

ძალიან სამწუხარო იქნება თუ ეს ფაქტი ნიკოლოზის კარიერაზე იმოქმედებს. იმდენად გამორჩეული სპორტსმენია, ასე რომ დავკარგოთ, პირდაპირ ძალიან დრამატული ამბავი იქნება საქართველოსთვის.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები