fbpx
00:07 | 2020-09-23 ავტორი: თამარ ბუჩუკური

იმ საღამოს, ქმარმა შპრიცში გამზადებული ნარკოტიკი მომიტანა – წამალდამოკიდებული ქალი საავადმყოფოში უკანასკნელ დღეებს ითვლის

იმ საღამოს, ქმარმა შპრიცში გამზადებული ნარკოტიკი მომიტანა – წამალდამოკიდებული ქალი საავადმყოფოში უკანასკნელ დღეებს ითვლის

მე წამალდამოკიდებული ქალი,33 წლის ვარ და ცხოვრებას ვამთავრებ… ინფექციურ საავადმყოფოში ვწევარ და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ვითვლი. ჩემი დაავადება არ იკურნება, ღვიძლის ციროზი მაქვს – ასე დაიწყო საუბარი „პრაიმტაიმთან“ წამალდამოკიდებულმა ქალმა.

 

ქმარმა ჯერ ნარკოტიკული აბები გაასინჯა, მერე – ინექციური ნარკოტიკი. ის ახლგაზრდა ქალია და იცის, რომ ყველაფერი მისი სიკვდილით დამთავრდება, რადგან მედიკოსები მის დიაგნოზთან უძულრები არიან…

 

მას ინტერპოლთან ერთად სიცილიური მაფიაც ეძებდა -  ტრაგედია, რომელმაც ბედნიერებაზე მომღერალი წყვილი დააშორა
2020-09-20მას ინტერპოლთან ერთად სიცილიური მაფიაც ეძებდა - ტრაგედია, რომელმაც ბედნიერებაზე მომღერალი წყვილი დააშორა

 

„15 წლის ვიყავი, როცა უბანში ერთი პოპულარული, სიმპათიური მოძველბიჭო ტიპი სიყვარულში გამომიტყდა. ძალიან გამიხარდა, თავი სუპერქალი მეგონა. ჩემს ასაკში კი, გოგონებს მსგავსი ბიჭები ყველაზე ვაჟკაცები ჰგონიათ. რამდენიმე დღე სხვა გოგოებზე „გამარჯვებით“ ვტკბებოდი და მეც სიყვარულით ვუპასუხე.

 

მალე ორსულად დავრჩი. 16 წლის უკვე დედა გავხდი, ბიჭი გვეყოლა. ჩემი ქმარი წამალდამოკიდებული იყო. ჩემს სახლში ვცხოვრობდით ბებიასთან ერთად. ჩემი მშობლები ემიგრანტები იყვნენ და ფული არ გვაკლდა. გეგაც მათი გამოგზავნილი ფულით ნარკოტიკებს ყიდულობდა.

 

როცა პატარა ჭირვეულობდა და ღამე არ ეძინა, მეც მთელი დღე უხასიათოდ მოთენთილი ვიყავი და ქუჩაში გადავარდნილ ქმარს განშორებით ვემუქრებოდი. ერთ საღამოს რაღაც აბები ამომიტანა და დამალევინა, თავს კარგად ვგრძნობდი. ენერგიაც მქონდა და ნერვებიც არაფერზე მეშლებოდა.

 

სამ თვეში ეს აბები აღარ მაკმაყოფილებდა და გეგამაც „მკურნალობის“ გზა შეცვალა. ასე აღმოვჩნდი სააფთიაქო ნარკომანიაში ჩაფლული.

 

პარალელურად ვსწავლობდი, საერთაშორისო სამართლის პროგრამაზე მოვხვდი. სხვათაშორის, კარგი სტუდენტი ვიყავი. მშობლებს ძალიან უხაროდათ, რომ ვმეცადინეობდი. თანხის ოდენობაც გაზარდეს და მეტს გვიგზავნიდნენ. ტანსაცმელშიც კი არ ვხარჯავდით ფულს. ბებია სახლის საქმეებს აკეთებდა, მოკლედ აწყობილი გვქონდა ცხოვრება. გეგას მანქანაც უყიდეს, ეკა ინსტიტუტში ატარეო

თბილისში დააკავეს 68 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვანს სამი წელი აუპატიურებდა
2020-09-22თბილისში დააკავეს 68 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვანს სამი წელი აუპატიურებდა

 

21 წლამდე ნორმალურად ვიყავი, თავს ცუდად არ ვგრძნობდი. უბრალოდ, ამ აბების გარეშე არსებობა აღარ შემეძლო. სანდროც ბაღში დადიოდა, სახლში საქმე არ მქონდა, გეგა ქუჩაში იყო, მე კი რითი გამერთო თავი, იმას ვფიქრობდი. მორიგი ცოლქმრული კამათის შემდეგ, გეგამ შპრიცში გამზადებული წამალი მოიტანა და გამიკეთა. რა თქმა უნდა, არა ძალადობრივად. მითხრა, რომ ორკვირიანი ეფექტი ექნებოდა და მე ნევროზს დავამარცხებდი.

 

შტერი არ ვიყავი, ყველაფერს ვხვდებოდი, მაგრამ უკვე კაიფისკენ მიდრეკილება მქონდა. ამიტომ, იმ საღამოს ნარკოტიკი გავაკეთებინე. ინტერვალი დიდი იყო, მერე ნარკოტიკიდან ნარკოტიკამდე დრო სულ უფრო და უფრო მცირდებოდა.

 

მალე მომიღო ბოლო კაიფმა… საშინელი აგრესია დამეწყო, ჰალუცინაციებიც… მუცელი საშინლად გამეზარდა. ბებიამ დახმარება ბიძაჩემს სთხოვა. მოვიდა და ექიმთან ძალით წამიყვანა, ორსულად ვეგონე ახლობლებს… პატარა ნაყოფის გულისფეთქვას ელოდნენ და მის ნაცვლად, სასიკვდილო განაჩენის მოსმენა მოგვიწია – ღვიძლის ციროზი.

 

ანალიზებმა C ჰეპატიტი დაადასტურა. ღვიძლისმიერი ინტოქსიკაციაც მაქვს, სისხლის ნაცვლად, ჩემს ორგანიზმში ამიაკი ცირკულირებს. ექოსკოპიური კვლევით, ღვიძლის მეოთხედიც აღარ მაქვს, დაშლილია.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ აქ, ინფექციური კლინიკის პალატაში უკანასკნელად ჩავისუნთქავ და იქაურ ცხოვრებაში გადავინაცვლებ. ახლა, ძალიან ვნანობ ყველაფერს, ჩემი განვლილი ცხოვრება უფრო უსახურია, ვიდრე – ძველი პალატის გაცრეცილი კედლები. მშობლებმა რომ ჩემი ამბავი გაიგეს, აღარც მოვუკითხივარ. შევეცდებით, სანდრო მაინც გავზარდოთ ადამიანად, შენ უძღები შვილი ხარ, ოღონდ ვეღარც დაბრუნდებიო, მითხრეს.

 

გამიხარდა კიდეც ამის მოსმენა, უფრო ძნელი იყო, თავის მართლება და პატიების თხოვნა. თანაც, ჩემს შვილს უპატრონებენ და გაზრდიან. აქ ბებია მოდის, საჭმელი მოაქვს და ტირის. ხან მეჩხუბება, ხან მეფერება. იცის, რომ რამდენიმე თვეც და აქ აღარ, მერე ჩემს საფლავზე მოვა. მას უკანასკნელი სათხოვარი გავანდე და დავაფიცე, რომ ჩემს შვილს აუცილებლად ეტყვის. მას ეცოდინება, რომ დედა ნარკომანი ჰყავდა და ამით მოუკვდა, ეცოდინება ქუჩის ცხოვრების გზას რა მოაქვს და საკუთარ ტყავზე გამოცდის ობლობის ტკივილს, სადაც მთავარი და ერთადერთი დამნაშავე ნარკოტიკია, მერე უნებისყოფო დედა და არაადამიანი მამა, რომელმაც ჩემს მშობლებს საკუთარი შვილის სიკვდილი ევროებით აფინანსებინა

 

მინდა, ჩემი უკანასკნელი აღსარება ხალხს ჩავაბარო, სადაც წესიერებიც არიან და ჩემნაირი ნარკომანებიც. მინდა, განსაკუთრებულად პატარებს ვთხოვო – უარი თქვით ნარკოტიკზე და იცხოვრეთ! ყველა ნარკომანს ერთნაირი დასასრული აქვს, ნაადრევი სიკვდილი, ან ზედოზირებით, ან საკუთარი დაშლილი შინაგანი ორგანოების რწყევით

 

ყველაფერ ვნანობ და საშინელებას გავდივარ აქ, ვნანობ და მაინც, ე.წ. ლომკა მკლავს და მასთან ერთად, ამ ყველაფრის შედეგი…” – ამბობს წამალდამოკიდებული ქალი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X