15:35 | 2020-05-26 ავტორი: თამარ გონგაძე

“ილიას და ექვთიმეს ვერა, სამაგიეროდ, მერაბ კოსტავას მოვესწარი” – როგორია ცნობილი ქართველების 26 მაისი

“ილიას და ექვთიმეს ვერა, სამაგიეროდ, მერაბ კოსტავას მოვესწარი” – როგორია ცნობილი ქართველების 26 მაისი

26 მაისი გია ბურჯანაძისთვის მერაბ კოსტავასთან ასოცირდება და როგორც მსახიობი “პრაიმტაიმთან” ამბობს, ბედნიერია, რომ მას შეხვედრია. რომა რცხილაძისთვის, ეს დღე, თავმოყვარეობის ემოციას ბადებს, ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე კი ისურვებდა, რომ ეს დღე გამთლიანებულ საქართველოს ეზეიმოს…

 

გია ბურჯანაძე: – ჩვენი ქვეყნისთვის სასიხარულო და სადღესასწაულო დღეა დღეს. ვისურვებდი, რომ ტერიტორიების აღდგენა მოსდევდეს ამ დღეს. აი, ეს იქნებოდა დიდი ბედნიერება ჩემთვისაც და ყველა ქართველისთვის.

 

დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ის იმ იშვიათ ქართველთა სიაშია, რომლებიც საქართველოს ხატებად და სიმბოლოებად არიან ქცეულნი. ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი და მასთან შეხვედრები მქონია.

 

2020-05-25"უკვე იმდენს დავეხმარე, ნულზე დავედი, ქალიშვილის ხარჯზე ვარ" - ასმათ ტყაბლაძე საკუთარი კაფე-ბარების გახსნას ელოდება

 

ილიას ვერ მოვესწარი, ექვთიმეს ვერ მოვესწარი, სამაგიეროდ, მერაბ კოსტავას მოვესწარი, რომელიც ვაჟკაცობის, გაუტეხლობის და ქვეყნის სიყვარულის სიმბოლოა! ცოცხალი მაგალითია, როგორი უნდა იყოს ქართველი კაცი.

 

რომა რცხილაძე: – ამ დღეს ამაყი ვარ. 26 მაისი თავმოყვარეობის და ამაღლებული თვითშეგნების ემოციას ბადებს ჩემში. დღეს ჩვენ შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე, საკუთარი აზრი თავისუფლად გამოვთქვათ და ეს მნიშვნელოვანია.

 

დღეს დიდი გამოცდის წინაშე დგას თითოეული ქართველი, ვინც ამ სახელმწიფოში ცხოვრობს. ეს გამოცდა ღირსეულად უნდა ჩავაბაროთ.

 

2020-05-25"მისი აგრესია კორტზეც არ მინახავს... ჩემს აკადემიაში გაიზარდა" - ლეილა მესხი ნიკოლოზ ბასილაშვილს ახასიათებს

 

ფრიდონ სულაბერიძე: – ყველა ქართველისთვის დიდი დღეა 26 მაისი. ჩვენს მაგალითზე რომ გითხრათ, “სუხიშვილებს” მსოფლიო აქვს მოვლილი, არც ერთი დიდი სცენა არ დაუტოვებია და თავის ქვეყანას წარადგენდა ყველგან, სახე იყო თავისი სამშობლოსი და ასეა დღემდე. მაშინ საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი არ იყო. დღეს უკვე დამოუკიდებელია.

 

მინდა ჩვენი საქართველო გამთლიანებული მენახოს. კიდევ უფრო თავისუფალ ქვეყანაში გვეცხოვროს. მინდა ბედნიერება ვუსურვო ყველა ქართველს.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X