16:07 | 2020-08-20 ავტორი: Prime Time

ილიას ბაბუაც წლების წინ გაუჩინარდა – მის კვალს დღემდე ვერ მიაკვლიეს

ილიას ბაბუაც წლების წინ გაუჩინარდა – მის კვალს დღემდე ვერ მიაკვლიეს

სვანეთში გაუჩინარებულ მოზარდს ილია ფილფანს უკვე თვეზე მეტია ეძებენ.

 


„ალიას“ ინფორმაციით, გაუჩინარებული ილია ფილფანის ბაბუა, წლების წინ, ასევე გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა – სახლიდან გავიდა და ქორწილში მიმავალ გზაზე გაუჩინარდა.

 

დღემდე არავინ იცის მას რა მოუვიდა, არც ცოცხალი და არც მკვდარი არავის უნახავს.

 

კითხვაზე, ჰყავს თუ არა ოჯახს მტერი, ახლობლებს პასუხი არ აქვთ.

 

 

ავტორი: Prime Time


X