22:16 | 2020-07-26 ავტორი: ალექსი ქამადაძე

„ილია, დაბრუნდი. შენთან ჩამოვედი, შენ წასაყვანად. ძალიან მიყვარხარ“ – დაკარგული ილია ფილფანის დედა

„ილია, დაბრუნდი. შენთან ჩამოვედი, შენ წასაყვანად. ძალიან მიყვარხარ“ – დაკარგული ილია ფილფანის დედა

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის დედა ქსენია ფილფანი შვილის საყურადღებოდ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც შვილს დაბრუნებას სთხოვს.

 


შეგახსენებთ, რომ ქსენია ფილფანი დუბაიდან გუშინ დაბრუნდა და ახლა კარანტინშია.

 

„ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი. შენთან ჩამოვედი, შენ წასაყვანად. ძალიან მიყვარხარ. გთხოვ დაბრუნდი“, – ამბობს ქსენია ფილფანი.

 

დაკარგული მოზარდის დედა „დროებასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ შესაძლოა მისი შვილი თბილისში იყოს.

 

მისი თქმით, თბილისში დაკარგული მოზარდის მამიდა ცხოვრობს, რომელთანაც ხშირად დადიოდნენ.

 

„თუ განვიხილავთ გაქცევის ვერსიას, როგორც დედამ, არ ვიცი, სად უნდა წასულიყო. მესმის, რომ უზარმაზარი მანძილებია, მაგრამ ერთადერთი, სადაც შეეძლო წასვლა, არის თბილისი, რადგან ძალიან კარგად იცნობს აქაურობას, ბევრ დროს ვატარებდით, ბევრს ვსეირნობდით. თბილისში მისი მამიდა ცხოვრობს, სადაც ხშირად ვჩერდებოდით“,- აღნიშნავს ქსენია ფილფანი.

 

შეგახსენებთ, რომ 13 წლის ილია ფილფანი 18 ივლისს დაიკარგა.

 

არსებული ინფორმაციით, ის სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

 

ამ დროისთვის, მოზარდის სამძებრო სამუშაოები სვანეთში და შავიზღვისპირეთში მიმდინარეობს.

 

„გთხოვთ ნუ დამალავთ ინფორმაციას“ - დაკარგული ილია ფილფანის მამა საზოგადოებას მიმართავს
2020-07-26„გთხოვთ ნუ დამალავთ ინფორმაციას“ - დაკარგული ილია ფილფანის მამა საზოგადოებას მიმართავს
ავტორი: ალექსი ქამადაძე


X