19:47 | 2020-04-20 ავტორი: თამთა თორდია

ილია მეორეს კურთხევით საფლავები აკურთხეს

ილია მეორეს კურთხევით საფლავები აკურთხეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს კურთხევით სამღვდელოებამ საფლავები აკურთხა.

 

საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამღვდელოებამ მცხეთა-თბილისსა და რუსთავში არსებული სასაფლაოები აკურთხა. სასაფლაოები იკურთხა ეპარქიებშიც.

 

დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში, საღმრთო ლიტურგიაზე მიცვალებულთა სულები მოიხსენიეს და პანაშვიდი გადაიხადეს.

 

17 აპრილს როგორც რეგიონების, ასევე, თბილისის 56-ვე მუნიციპალური სასაფლაო ათი დღით დაიკეტა.

 

ფოტორეპორტაჟი „ჩაკეტილი სასაფლაოებიდან“
2020-04-19ფოტორეპორტაჟი „ჩაკეტილი სასაფლაოებიდან“
ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

X