fbpx
13:32 | 2021-01-04 ავტორი: ზურა დვალაშვილი

ილია მეორეს ეპიდემიოლოგები ესტუმრნენ

ილია მეორეს ეპიდემიოლოგები ესტუმრნენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს იუბილესთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და მღვდელმთავრები საპატრიარქოში ესტუმრნენ. ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.

 

“ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ულოცავს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორეს დაბადებიდან 88 -ე წლისთავს.

 

დღეს, 3 იანვარს, მის უწმინდესობას საპატრიარქოში ესტუმრნენ ეპიდემიოლოგები. კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა მათ თავდადებული შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ და პატრიარქს იუბილე მიულოცეს:
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი,
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი და ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გრიგოლი”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 იანვარს საქართველოს პატრიარქი იუბილარია. ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა.

დღეს ილია მეორის დაბადების დღეა

ავტორი: ზურა დვალაშვილი
X