fbpx
20:58 | 2020-11-27 ავტორი: Prime Time

ილია მეორე მრევლს მიმართავს

ილია მეორე მრევლს მიმართავს

ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა ნება მისცენ მრევლს მარხვის დროს რძის ნაწარმის გამოყენებისა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მრევლისადმი

 

ხვალ, 2020 წლის 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს.

 

ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა).

 

ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმინდა ზიარების მისაღებად.

 

ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.

 

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

 

მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X