23:32 | 2021-07-17 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ილია ფილფანის გაუჩინარებიდან ერთი წელი გავიდა – რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას

ილია ფილფანის გაუჩინარებიდან ერთი წელი გავიდა – რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას

ილია ფილფანის გაუჩინარებიდან ერთი წელი გადის. მოზარდი 2020 წლის 18 ივლისს სვანეთში, სოფელ ლენჯერში გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, ის სახლიდან ველოსიპედით დილის საათებში გავიდა და მას შემდეგ მოზარდი არავის უნახავს.

 


მიუხედავად იმისა, რომ საქმე მალევე აღიძრა და დღემდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიება არ ფლობს რაიმე მნიშვნელოვან და ხელჩასაჭიდ ინფორმაციას. არ არის ნაპოვნი ის ველოსიპედი ან ტანსაცმელი, რითაც სახლიდან გავიდა ილია ფილფანი. არაერთი საგამოძიებო მოქმედების მიუხედავად, გამოძებას არ აქვს ინფორმაცია მოზარდის ადგილსამყოფელის შესახებ.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი


X