18:30 | 2021-10-21 ავტორი: Prime Time

„იყო შემთხვევები, როდესაც შუქის გადახდის ფულიც არ გვქონდა” – სარა ჯერსიკა პარკერის ისტორია

„იყო შემთხვევები, როდესაც შუქის გადახდის ფულიც არ გვქონდა” – სარა ჯერსიკა პარკერის ისტორია

ამერიკელი ტაბლოიდები მას მოდის კანონმდებელს უწოდებენ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ორიგინალური აქსესუარები, 90-იანი წლების სტილით შთაგონებული კოსტიუმები – ეს ისაა, რაც სარა ჯესიკა პარკერს სხვებისგან გამოარჩევს.

 

„ატარეთ ის, რაც თავდაჯერებულად გაგრძნობინებთ თავს და შემდეგ გაიმარჯვებთ. ყველაზე ხშირად ხალხი იმიტომ გვიზიდავს, რომ მათ საკუთარი ხედვა აქვთ. მოდა არის ის, რასაც მომხმარებელს სთავაზობენ. სტილი კი ის არის, რასაც შენ ქმნი “,- ამბობს მსახიობი.

 

თუმცა, სანამ სტილის სიმბოლო გახდებოდა, სერიალის „სექსი დიდ ქალაქში” ვარსკვლავმა განვითარების საკმაოდ გრძელი გზა გაიარა.

 

სარა ჯესიკა პარკერი 25 მარტს ოჰაიოს შტატში დაიბადა. ვარსკვლავის ბავშვობა სირთულეებით იყო აღსავსე. სარას ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა.

 

„ყოფილა შემთხვევბი, როდესაც ელექტროენერგიის გადახდის ფულიც კი არ გვქონდა. დაბადების დღეებისა და ახალი წლის აღნიშნვნაზე საუბარი ხომ ზედმეტია. თუმცა, ახლა რომ ვუფიქრდები, არაფერს შევცვლიდი. ხშირად არა, მაგრამ უმეტესწილად ყოველთვის გვქონდა ის, რაც გვჭირდებოდა. დედა მუდმივად ცდილობდა უფასო წრეებზე ვეტარებინე. დავდიოდი ბალეტზე, თეატრში “,- იხსენებს სარა.

 

სარა ჯესიკა პარკერი
სარა ჯესიკა პარკერი

 

სარას დებიუტი ბროდვეის სცენაზე 1976 წელს სპექტაკლში, სახელწოდებით „The Innocents“ შედგა. მაშინ პარკერი  11 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობის გამო თავს ხშირად აკრიტიკებდა, მისი გამორჩეული  სტილი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 1984 წელს სარა ჯესიკა პარკერის მონაწილეობით ორი ფილმი Footloose და Firstborn გამოვიდა.

 

„საკუთარი გარეგნობის მიმართ ილუზიები არასდროს მქონია. უფრო მეტიც,  უკვე თინეიჯერობის ასაკში შევაგუე ჩემი თავი იმ აზრს, რომ ჩემგან სილამაზის დედოფალი არასდროს დადგებოდა“,- აღნიშნავს ჯესიკა.

 

ყველაზე წარმატებული მსახიობისთვის სერიალი, სახელწოდებით „სექსი დიდ ქალაქში“აღმოჩნდა, რომელმაც მას 4 ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის და ორი ემის ჯილდო მოუტანა. საკულტო სერიალში სარა ჯესიკა პარკერი ქერი ბრედშოუს განსახიერებს.

 

სარა ჯესიკა პარკერი
სარა ჯესიკა პარკერი

 

აღსანიშნავია, რომ შოპინგსა და მოდაზე უზომოოდ შეყვარებული ბრედშოუს პერსონაჟი შთაგონების წყაროდ ბევრი ქალისთვის იქცა. მას ბაძავენ, აინტერესებთ და დღემდე ძალიან უყვართ.

 

თუმცა, როგორც თავად მსახიობი აღნიშნავს, მას და ქერის საერთო ბევრი არაფერი ჰქონდათ.

 

„ქერი ძალიან რომანტიკულია. მას გონებაში მხოლოდ, სიყვარული, სიყვარული და სიყვარული უტრიალებდა. ეს საკმაოდ ბავშვურია. ხალხი ბოლომდე ვერ იაზრებს, რომ მე ქერისგან რადიკალურად განვსხვავდები. შორიდან ისე ჩანდა თითქოს ძალიან ბუნებრივი და მარტივი იყო ამ ყველაფრის თამაში. თუმცა, რეალურად მე ყოველდღე ვცდილობდი მისთვის გამეგო და არ განმესაჯა“,- ამბობს მსახიობი.

 

ამ განსხვავებების მიუხედავად, მსახიობსა და მის გმირს მოდის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ. 2014 წელს სარა ჯესიკა პარკერმა საკუთარი ფეხსაცმლის ბრენდი, სახელწოდებით SJP დააარსა. ის აქტიურად მოღვაწეობს პარფიუმერიის სამყაროშიც.  გამოშვებული აქვს რამდენიმე სუნამო, მათ შორის Lovely და Stash.

 

 

აღსანიშნავია, რომ წარმატებული სამსახიობო კარიერისა და ბიზნეს საქმიანობის პარალელურად, სარა ჯესიკა პარკერი  საკმაოდ მზრუნველი დედაა. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. სარამ არაერთხელ აღიარა, რომ დედობამ მის ჩაცმის სტილზე დიდი გავლენა იქონია.

 

„მათი დაბადების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ყველაზე დიდი მნიშვნელობას პრაქტიკულ სტილს ვანიჭებ. მე უნდა მოვუარო ჩემს შვილებს, წავიყვანო ისინი სკოლაში. ამისთვის კი საჭიროა, რომ ყოველთვის მოხერხებულად მეცვას“,- აღნიშნა სარამ.

 

მაყურებელი მონატრებული ქერის თავგადასავლებს სულ მალე კიდევ ერთხელ იხილავს. საკულტო სერიალი „ სექსი დიდ ქალაქში“ ეკრანებზე დეკემბერში გამოვა.

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X