fbpx
14:14 | 2021-02-19 ავტორი: Prime Time

VIDEO: იყიდება სახლი, რომელიც 3D პრინტერით „დაბეჭდეს“ და 48 საათში აშენდა

VIDEO: იყიდება სახლი, რომელიც 3D პრინტერით „დაბეჭდეს“ და 48 საათში აშენდა

სახლების უმეტესობა ბლოკებით ან აგურითაა აშენებული. თუმცა, რივერჰედში, ნიუ იორკის შტატში, მდებარე სახლი სკანირების საშუალებით ააშენეს. კერძოდ, მისი კედლები გიგანტური სამგანზომილებიანი პრინტერის გამოყენებით გაკეთდა.

 

ამერიკულმა კომპანიამ SQ4D ქვეყანაში პირველი, 3D პრინტერით აშენებული სახლი გასაყიდად წარადგინა. რივერჰედში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფართი დაახლოებით 140 კვადრატული მეტრია, მისი ფასი კი 299 ათასია. განცხადება გაყიდვის შესხებ ზილოუს ვებგვერდზეა განთავსებული.

 

სახლში განთავსებულია სამი საძინებელი, 2 სველი წერტილი, მისაღები ოთახი და სამზარეულო. ასევე აქვს 2 ავტოფარეხი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სახლის აშენებას სულ 48 საათი დასჭირდა, მასალების ღირებულება კი 6 ათას დოლარზე ნაკლებია. შენობას, ისევე როგორც კომპანიის მიერ შექმნილ ყველა 3 დი ობიექტს 50 წლიანი გარანტია აქვს.

ბინების გაყიდვა უკვე დაიწყო – მოტივტივე ქალაქი ზღვაში, სადაც საცხოვრებლის ფასი 20 ათასიდან 1.5 მილიარდ დოლარამდეა
2021-01-28ბინების გაყიდვა უკვე დაიწყო – მოტივტივე ქალაქი ზღვაში, სადაც საცხოვრებლის ფასი 20 ათასიდან 1.5 მილიარდ დოლარამდეა

 

„ჩვენ შეგვიძlია ობიექტები უფრო ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გავხადოთ. ეს ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას უსახლკაროების პრობლემების მოსაგვარებლად, ასევე სტიქიური უბედურებისგან გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად,- თქვა კომპანიის ოპერაციების დირექტორმა.

 

ზილოუს ვებგვერდზე, რომელზედაც სახლის გაყიდვის შესახებ განცხადებაა განთავსებული, წერია, რომ ასეთი სახლის მშენებლობა, სტანდარტულ მეთოდებთან შედარებით 30%-ით იაფი და 10 ჯერ უფრო სწრაფია.

 

„ჩვენ მანქანას ინსტრუქციებს ვაძლევთ იმისთვის, რომ თქვენს გეგმას ფეხდაფეხ გაყვეს“,- აცხადებენ კომპანიაში.

 

ანდერსენსა და მის მეგობრებს ოცნების ასასრულებლად საკუთარი პრინტერის შექმნა მოუწიათ.

 

მისი თქმით, კედლების დასაბეჭდად 48 საათია საჭირო. 8 დღე კი მთლიანი სახლის აშენებისთვის.

 

ამ სიახლეს სამშენებლო ინდუსტრიაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. ამ ბიზნესში მომუშავე სხვადასხვა კომპანია იდეას სკეპტიკურად უყურებს.

 

„ვფიქრობ, ხალხი უბრალოდ არ არის მზად ამისთვის. 3D პრინტერის მეთოდმა შესაძლოა  სახლების და არა მარტო მათი მშენებლობის ტრადიციული გზები ჩაანაცვლოს. ეს მხოლოდ დასაწყისია. აღნიშნავენ კომპანიაში.

 

ნახეთ ვიდეო ⇓

ავტორი: Prime Time
X