fbpx
12:58 | 2020-06-07 ავტორი: Prime Time

იხსნება თუ არა საცურაო აუზები?!

იხსნება თუ არა საცურაო აუზები?!

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ის სასტუმროები გაიხსნება, რომლებიც ინსპექტირებას წარმატებით გაივლიან.

 

სასტუმროებს შესაძლებლობა აქვთ გახსნან მათ ტერიტორიაზე არსებული აუზებიც.

რა შეზღუდვები მოიხსნება ორშაბათიდან
2020-06-06რა შეზღუდვები მოიხსნება ორშაბათიდან

რაც შეეხება, ღია ტიპის აუზებს, რომლებიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ, მათი გახსნის გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის.

 

თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უკვე განსაზღვრულია აუზებისთვის რეგულაციები.

 

აუზის ყოველ 6 მ/2 ფართობზე 1 ადამიანის დაშვებაა ნებადართული.

 

ვიზიტორების გადაადგილება ხდება ფუნქციური სქემით – გარდერობი, გასახდელი, საშხაპე, ფეხის აბაზანა, აუზის აბაზანა.

 

დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე.

 

საცურაო აუზები უნდა მოეწყოს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს აუზების აბაზანებში წყლის ცვლას.

 

შეზლონგი გამოყენებამდე/ყოველი გამოყენების შემდგომ, უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით.

 

მოხმარებლისათვის განკუთვნილი უნდა იყოს ინდივიდუალური პირსახოცი – ერთჯერადი

შეფუთვით. სარგებლობის შემდეგ პირსახოცი რჩება ადგილზე. მომსახურე პერსონალი,

აღჭურვილი ხელთათმანებით, ნიღბით, სპეცფეხსაცვლითა და ხალათით, პირსახოცებს აგროვებს ერთჯერად პარკში და განათავსებს ნიშანდებულ კონტეინერში.

 

შეზლონგებს შორის უნდა იყოს დაცული უსაფრთხო დისტანცია (არა ნაკლებ 2 მეტრისა) გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე.

 

აკრძალეულია შეზლოგნებისთვის განკუთვნილი რბილი გადასაფარებლების გამოყენება.

 

უნდა მოხდეს გასახდელების და საშხაპეების ხშირი დეზინფექცია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X