fbpx
16:13 | 2020-10-21 ავტორი: Prime Time

იგი არის კბილებამდე შეიარაღებული! – მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო

იგი არის კბილებამდე შეიარაღებული! – მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო

მძევალი, რომელიც ამ წუთებში საქართველოს ბანკში იმყოფება „მთავარ არხთან“ საუბრობს, რომ გამტაცებელი 500 ათას დოლარს ითხოვს.

 

როგორც ირაკლი კვარაცხელია ამბობს, ერთ ოთახში დაახლოებით 19 ადამიანი იმყოფება.

 

„შენობაში ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი. იგი არის კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატით, ყუმბარებით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად. ამიტომ ყველანაირი ძალადობრივად მოგვარება გამორიცხულია, რადგან ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს.

 

გამტაცებელი ითხოვს 500 ათას დოლარს და აუცილებლად სწრაფად უნდა შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი, ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია.

 

სპეცოპერაცია ზუგდიდში

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.

 

ვიდეო: ზუგდიდში, ბანკში მძევლად აყვანილმა მოქალაქემ თავდამსხმელებს თავი სახანძრო კიბის საშუალებით დააღწია

 

„ტერორისტები შეიჭრნენ“ – თვითმხილველი ზუგდიდის სპეცოპერაციიდან (ვიდეო)

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X