fbpx
10:58 | 2020-10-29 ავტორი: Prime Time

იგეგმება თუ არა სპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტლის მოწყობა? – ტიკარაძის განმარტება

იგეგმება თუ არა სპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტლის მოწყობა? – ტიკარაძის განმარტება

არაერთხელ გაჟღერდა, რომ მთავრობა სპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტლის მოწყობას გეგმავს. აღნიშნული ინფორმაციის საპასუხოდ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტლის განთავსება არ იგეგმება.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ყველანაირი გეგმა, ყველანაირი სცენარისთვის, მაგრამ დღეს საქართველოში მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე სპორტის სასახლის დაცლა არ იგეგმება.

ცნობილია, რა შემთხვევაში აგინაზღაურებთ მთავრობა კომუნალურ გადასახადებს ნოემბრიდან მომდევნო 4 თვის განმავლობაში
2020-10-29ცნობილია, რა შემთხვევაში აგინაზღაურებთ მთავრობა კომუნალურ გადასახადებს ნოემბრიდან მომდევნო 4 თვის განმავლობაში

 

გამომდინარე იქიდან, რომ აქ მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ფართობი, სადაც შეიძლება გაშალო მოცულობითი რაოდენობის საწოლფონდი, არამედ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომში მოემსახურება როგორც ექიმებს, ასევე პაციენტებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

 

„მოდით ჯერ ვიფიქროთ იმაზე თუ რამდენად მოისურვებდა ქართველი პაციენტი სპორტის სასახლეში განთავსებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდამ გვესმის, რომ არ არის საწოლფონდი, ჩვენთან არის მუდმივი ზარები იმის შესახებ თუ რომელ ჰოსპიტალში ურჩევნია პაციენტს განთავსება და ისინი ჯერ კიდევ არჩევენ ჰოსპიტლებს.

 

აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ეს პირველ რიგში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური გარდატეხის საფუძველი, და ვინაიდან კორონავირუსი თავისი მიმდინარეობით საკმაოდ მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას ჩვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ეს ნამდვილად საზრუნავია და მე ყველანაირად ვეცდები და ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად არის ჩართული იმ მიმართულებით, რომ ჩვენს პაციენტებს მკურნალობის პერიოდში ჰქონდეთ სრული კომფორტი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X