17:29 | 2020-06-29 ავტორი: Prime Time

იძულებული ვარ მიწა ჭარხლიანად გადავხნა – მარნეულში ფერმერები ბიოპროდუქტებს ვერ ყიდიან

იძულებული ვარ მიწა ჭარხლიანად გადავხნა – მარნეულში ფერმერები ბიოპროდუქტებს ვერ ყიდიან

მარნეულში ფერმერებს ბიო პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა აქვთ. როგორც ფრიდონ ქველაძე, პრაიმტაიმთან ამბობს, მას ტონობით ჭარხალი უფუჭდება.

 

„მთელი ზამთარი ამ ჭარხალს და სტაფილოს ვუვლიდი. სტაფილო გავყიდე ნორმალურ ფასში, ჭარხალი თითქმის ერთი ჰექტარია და არ იყიდება.

 

არ გვყავს მყიდველი, არადა მიწა უნდა გავათავისუფლო, რადგან ყვავილოვანი კომბოსტო მაქვს დასარგავი, თორე ეს თესლი გამიფუჭდება.

 

ჭარხალი საერთოდ სასუქი არ აქვს, ნატურალურია. წლების განმავლობაში მიწის გამოჯანსაღებას მოვუნდი.

 

ახლა მიწა ისეთ მდგომარეობაშია პროდუქტს არც წამალი და არც სასუქი არ სჭირდება, მაგრამ რა აზრი აქვს ადგილიდან 30 თეთრადაც კი ვერ ვყიდი, მუშა ხელი დღეში 25 ლარი ღირს, ამიტომ იძულებული ვარ მიწა ჭარხლიანად გადავხნა.

 

 

მუშებს, რომ მივცე იმის ფულსაც კი ვერ ავიღებ.

რამდენ ლარამდე შემოსავალს ელოდება წელს ქართული თხილის ბიზნესი
2020-06-23რამდენ ლარამდე შემოსავალს ელოდება წელს ქართული თხილის ბიზნესი

 

ვინც აქ ადგილზე მოდის ერთ ან ორ ტომარას ისე ვატან უფასოდ, გაფუჭებას ასე მირჩევნია. ნატურალური პროდუქტია და კი მენანება გადასახნავად, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს“, – ამბობს მეურნე.

 

სოფლის პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა აქვს ასევე, ერთ-ერთ მარნეულელი ფერმერს, რომელიც პროდქტს შესაბამის ფასში ვერ ყიდის.

 

„ამ ეტაპზე ჭარხალი და კომბოსტო მაქვს. ჭარხალი ადგილიდან 30 თეთრად მიაქვთ და კომპოსტო ზოგჯერ საერთოდ არ იყიდება. რასაც ჩვენ აქ ვშრომობთ, ეს შესაბამისი ფასი არ არის, ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს“, – გვიყვება მარნეულელი მეურნე.

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X