14:32 | 2021-09-27 ავტორი: Prime Time

იძებნებიან გურჯაანში დაბადებული და კანადაში გაშვილებული ბიჭის მშობლები – მასთან ერთად კიდევ 4 ბავშვი გაშვილდა უცხოელებზე

იძებნებიან გურჯაანში დაბადებული და კანადაში გაშვილებული ბიჭის მშობლები – მასთან ერთად კიდევ  4 ბავშვი გაშვილდა უცხოელებზე

როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ბავშვებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით აშვილებდნენ, არამედ, უცხოეთშიც. კანადაში მცხოვრები მარიამ გინტური გურჯაანში დაბადებული ბიჭის მშობლებს ეძებს, მისი ბიოლოგიური მშობლების თხოვნით.

 

„ვეძებ კანადაში გაშვილებული ბიჭის ბიოლოგიურ მშობლებს!!!

 

ამინდი ისევ იცვლება - სინოპტიკოსებმა ახალი პროგნოზი გამოაქვეყნეს
2021-09-27ამინდი ისევ იცვლება - სინოპტიკოსებმა ახალი პროგნოზი გამოაქვეყნეს

 

2003 წლის 16 მაისს (თუ თარიღი შეცვლილი არაა) გურჯაანის სამშობიაროში დაიბადა ბიჭი, რომელიც სხვა ოჯახის სახელით და საბუთებით გააშვილეს. ძალიან პატარა სოფელია გურჯაანი, დედაჩემიც იქიდანაა და ნახევარი ბავშვობა მე პირადად იქ გავატარე.  არც ისე დიდი დროა გასული ამ ბავშვის დაბადებიდან, რომ იქ ვინმეს არ ახსოვდეს და არ იცოდეს ეს ისტორია. ძალიან გთხოვთ, გამოგვეხმაურეთ. ბიოლოგიური მშობლები არსად ფიქსირდება საქართველოს საბუთებში, ყველანაირი რესურსი ამოვწურე, რაც შემეძლო, რომ გამეკეთებინა და ახლა თქვენი იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარებით. ალბათ ბიოლოგიურ დედას უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა ან იცის, რომ ცოცხალია და ისიც ეძებს!

 

 

ამ ბავშვთან ერთად კიდევ გაშვილდა ამერიკელებზე და კანადელებზე 4 ბავშვი და კიდევ ვინ იცის, რამდენი სხვა… გწერთ კანადელი ოჯახის სახელით, რომლებიც შვილის ბიოლოგიურ მშობლებს ეძებენ. მეც კანადაში ვცხობრობ და ვმეგობრობ ამ ოჯახთან. ერთადერთი ქართველი ვარ, ვისაც იცნობენ და ჩემი იმედი აქვთ, რომ ვაპოვნინებ ბიოლოგიურ მშობლებს. მჯერა, ჩვენ ყველა ამას ერთად შევძლებთ. ვაპირებთ, ერთად ჩამოვიდეთ საქართველოში და დიდი იმედი გვაქვს, დაგვეხმარებით.

 

მოუთმენლად ველით თქვენგან გამოხმაურებას“.

 

დაგაინტერესებთ: ამ წუთებში ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 20-ზე მეტი ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია – რატომ შემცირდა ვაქცინაციის ტემპი

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!