fbpx
15:05 | 2020-10-01 ავტორი: Prime Time

იძებნება პედოფილიაში ბრალდებული 58 წლის კაცი – დაზარალებული 5 წლის ბავშვია

იძებნება პედოფილიაში ბრალდებული 58 წლის კაცი – დაზარალებული 5 წლის ბავშვია

5 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის, 58 წლის მამაკაცს სააპელაციო სასამართლომ, 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

შესაბამისად გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც პედოფილიაში ბრალდებული უდანაშაულოდ იყო ცნობილი.

 

 

სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა, მის დასაკავებლად სახლში მისულ პოლიციას კი მამაკაცი გაქცეული დახვდა.

 

აღმოჩნდა, რომ ბრალდებული განაჩენის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე მიიმალა. ამჟამად, მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

გამოძიების ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, ძმის შვილიშვილის, 5 წლის ბავშვის მიმართ, სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.

 

2019 წლის 5 ივლისს მამაკაცი სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა გამოძიების 9-თვიანი ვადის ამოწურვის გამო, ის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა.

 

2020 წლის 13 მაისს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი უდანაშაულოდ ცნო.

 

 

ბრალდების მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

 

ბავშვის პაპის ინფორმაციით, გამართლებული პირი პროცესებს აღარ ესწრებოდა.

 

“პროცესებზე აღარ დადიოდა. მოსამართლეს ატყუებდა, ვითომ დისტანციური ჩართვა უნდოდა, მაგრამ არ ერთვებოდა. არადა, სახლში მუშაობდა. დღეს სასმართლომ ჩვენი სიმართლე დაამტკიცა და 13 წელი მიუსაჯა“, – განაცხადა დაზარალებულის პაპამ.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X