10:08 | 2021-01-15 ავტორი: მარი ჯაფარიძე

იდუმალებით მოცული სახლი კოჯორში, სადაც სულები ადამიანებს თავს ესხმიან

იდუმალებით მოცული სახლი კოჯორში, სადაც სულები ადამიანებს თავს ესხმიან

ამბობენ, ამ სახლში მოხუცი ქალი ცხოვრობდა, რომლის შვილებსაც სახლი სესხის სანაცვლოდ ბანკში დაუგირავებიათ. მოხუცი სახლში გარდაცვლილი უნახავთ, დაუკრძალავთ და ამის შემდეგ დაწყებულა აქ უცნაური ამბები. როგორც ამბობენ, აქ სულები დასახლებულან და ღამით მათი ხმები ისმის, თან არც ისე მეგობრულები არიან, როგორც ჩანს, რადგან ადამიანებს თავს ესხმიან და ზოგსაც გულს უხეთქავენ.

 

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ამ სახლის აგილას იუნკერების სასაფლაო ყოფილა და სახლი ზედ აუშენებიათ. სწორედ იუნკერების სულები არიანო, ამ ვერსიის მომხრები ირწმუნებიან. ზოგი იმასაც ამბობს, რომ აქ წმინდანი იყო დაკრძალული და მისი სული დადის სახლის ცარიელ კედლებში.

 

სახლის გვერდით ეკლესია დგას და როგორც ამბობენ, ეკლესიაც სწორედ იმიტომ აუშენებიათ, რომ სულები წასულიყვნენ, მაგრამ ამანაც არ გაჭრა.

 

ძნელი დასაჯერებელია, რასაც ამ სახლის შესახებ ჰყვებიან, შესაძლოა, ბევრს გაეცინოსკიდეც, მაგრამ თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ აქ მართლაც სულები სახლობენ და თავად არიან ამის მოწმეები.

 

იდუმალი სახლი კოჯორში ↓

 

ოთიკო გიგაური:

– უმრავლესობა ამბობს, რომ არ სჯერა ასეთი რაღაცების და სიცრუეა, მაგრამ მათ გასაგონად მინდა ვთქვა: არც სიცრუეა და არც დადგმული შოუ, ყველაფერი რეალურად ხდება ამ სახლში. მართლა არიან სულები და მართლა ბინადრობენ მოჩვენებები. პირადად ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი ყველაფერი. 2018 წლის შემოდგომაზე ვიყავი ასული ამ სახლში. სპეციალურად დღისით მივედი, რომ კამერები დამეყენებინა. დღისით მზისით, შუაგულ ოთახში ვიდექი და ვამონტაჟებდი კამერებს, რომ ღამით გადამეღო.

 

არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ვიღაცამ მესროლა დიდი ხის ფიცარი და თავი გამიტყდა. იქვე დავეცი და გავითიშე. თვალები რომ გავახილე, სასწრაფოს მანქანაში ვიყავი. ექიმმა მითხრა, ერთ-ერთმა იქვე მცხოვრებმა მამაკაცმა დამინახა თურმე და შემოვიდა საშველად. მას გამოუძახებია სასწრაფოც. 2 კვირა სახლში ვიყავი, ისეთი შიში განიცადე. ასევე გეტყვით იმას, რომ სანამ ეს ამბები მოხდებოდა, იმ სახლში ყოფნის დროს დამეუფალა რაღაცნაირი შეგრძნება, დამბურძგლა, ცივმა ოფლმა დამასხა და სიცივესაც ვგრძნობდი. ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე, რამ ან ვინ მესროლა ის ფიცარი ან საიდან, მაგრამ გეტყვით, რომ ისეთი შეგრძნება მქონდა იმ მომენტში, რომ ჩემ გარდა იქ კიდევ ვინმე იყო. სინამდვილე ისაა, რომ იქ მარტო მივედი, ჩემი აღჭურვილობით.

ნათია რობაქიძე:
– გაგონილი გქვონდა, რომ კოჯრის სახლში უცნაური მოვლენები ხდებოდა. სასაცილოდ არ გვყოფნიდა, როცა ემოციურად გვიყვებიდნენ იქაურ ამბებს, მაგრამ  მეგობრებმა მაინც გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით და საკუთარი თვალით გვენახა. უფრო იმიტომ, რომ გაგვექარწყლებინა ეს მითები და ლეგენდები. სახლი არის თითქმის დანგრეული. შიგნით კედლები ჩამოშლილია, წარწერებით არის სავსე და ნაგვით გამოტენილი. როგორც ჩანს, ძროხები თავშესაფრად იყენებენ, რადგან ყველგან მათი ფეკალიებია მოფენილი. დღე იყო, როცა მივედით და სახლი შემოვიარეთ. არაფერი გვინახავს საეჭვო. თან გვქონდა წაღებული საპიკნიკედ სანოვაგე და რადგან სახლი ძალიან იყო ჩაბინძურებული, ეზოში გავშალეთ ყველაფერი და მივირთვით. თან ვხუმრობდით, შიგნით რომ ვიყავით, სულებს კარი რომ დაეკეტათ და გამოვემწვდიეთ, რა უნდა გვექნაო?
Нет описания.
ამასობაში მოსაღამოვდა და წამოსვლა გადავწყვიტეთ და წამოსვლამდე კიდევ ერთხელ შემოვიარეთ სახლი. უცებ ყველა კარი ერთდროულად გაჯახუნდა და სახლმა ზანზარი დაიწყო. თითქოს მიწისძვრა იყო. შეშინებულებმა ერთმანეთს ჩავჭიდეთ ხელები და კუთხეში მივიყუჟეთ. ვხედავდით, ყველა კარი როგორ ბრახუნებდა, ყველაფერი როგორ ზანზარებდა და გამოსვლასაც ვერ ვახერხებდით, სანამ ყველაფერი არ დაწყნარდებოდა. როგორც იქნა, გაჩერდა, სიჩუმე ჩამოვარდა და ფეხაკრებით გამოვედით. თავი სამშვიდობოს რომ დავიგულეთ, უცებ შევცვივდით მანქანაში და უკან რომ მივიხედეთ, დავინახეთ, რომ რამდენჯერმე სინათლე აინთიო და ჩაქრა. ვირწმუნეთ, რომ იქ მართლაც უცხო ძალები ბინადრობენ, რადგან ამ დანგრეულ სახლში არა მგონია, დენი იყოს და ან კიდევ, ვინმე ყოფილიყო, რომ შუქი აენთო.
როგორც ჩანს, არა მხოლოდ კოჯორში, არამედ სხვა ადგილებშიც არსებობს იდუმალებით მოცული სახლები.
როგორც მაია კობახიძემ გვიამბო, რაჭაშიც უნახავს სულები.
– ბებიასთან ვიყავი რაჭაში. იქ ვენახები სახლიდან მოშორებით აქვთ და როცა რაიმე სმუშაოა ჩასატარებელი, რამდენიმე დღით მიდიან ხოლმე ოჯახის წევრები. ერთხელ ისე მოხდა, რომ ყველანი წავიდნენ და მე დავრჩი სახლში. არასოდეს მქონია შიშის გრძნობა და არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, რამე უცნაური მომხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახლი სასაფლაოსთან ახლოს დგას. ეზოში ვიჯექი გვიანობამდე და ჰამაკში ჩაწოლილს დამეძინებია. რაღაც სიცივის შეგრძნებამ გამაღვიძა. ზაფხული იყო, ცხელოდა და წესით, არ უნდა შემცივნოდა. თანაც, რაღაცნაირიმ სხვანაირი შეგრძნება იყო, მთელ ტანში რომ გაგიჯდება სიცივე.
Why those TV ghost-hunting shows are fake
თვალები რომ გავახილე, დავინახე, როგორ დამყურებდა ვიღაც. მეგონა, ქურდი ან მეზობელი შემოვიდა-მეთქი და როოგორც კი შევტოკდი, ეს რაღაც გაქრა. არა და, აშკარად დავინახე თვალები, ცხვირი, ტუჩები, რეალურ ადამიანად აღვიქვი, მაგრამ ის მოულოდნელად გაქრა. როგორც კი წავიდა, სხეული ისევ გამითბა. სასწრაფოდ წამოვხტი და სახლში შევედი. მთელი ღამე მესმოდა ნაბიჯების ხმა და სუნთქვაც. მესმოდა, როგორ ჩამოჯდა ტახტზე, რომელიც ასეთ დროს ჭრიალებდა და ეს ხმაც გავიგონე. შიშით ლამის სული გამძვრა. გამთენიისას ყველაფერი დასრულდა. ბებიას რომ მოვუყევი, მითხრა, უჟმური აგყვა ეტყობაო. არ ვიცი, უჟმური იყო თუ სული, მაგრამ მე ისეთი შიში ვჭამე, იმის შემდეგ მარტო აღარსად ვრჩები.
სოციალურ ქსელში კი ასეთ ამბავს გადავაწყდი:
„მე და ქეთი დაქალბი ვართ და საფრანგეთში ვცხოვრობთ. ამ ახალ წელს ალპებში ვიყავით დასასვენებლად, ჩვენ და კიდევ ერთი დაქალი. ახალ წელს დალევა უხდება და ყოველ საღამოს ვსვამდით და ვჭორაობდით. სამსართულიანი სახლი გქვონდა ნაქირავები და იმ სახლის კარი ყოველ საღამოს ჭრიალებდა. გეგონება, ვიღაცამ გააღო და შემოვიდაო. ჰოდა, ერთ მშვენიერ საღამოს ისევ ის ხმებია და კარის ხმაზე ყველამ იქით მივიხედეთ. მოვბრუნდით და მაგიდაზე მდგარი არყით სავსე ბოთლი ცარიელი დაგვხვდა. შიშით ხმას ვერ ვიღებდით კარგა ხანს. ის სახლი დროზე ადრე დავტოვეთ და წამოვედით. იმის მერე ყველა კარს ვზეთავ, რომ ჭრიალის ხმა არ გავიგონო. თუ მოჩვენებას რამე უნდა, ისე მოვიდეს და წავიდეს, რომ მე ვერ გავიგო“.
Нет описания.
ავტორი: მარი ჯაფარიძე


X