fbpx
22:28 | 2020-07-30 ავტორი: თამთა თორდია

ია ფარულავას თემურ თათარაშვილი უპირისპირდება და ქიბარ ხალვაშს მიმართავს

ია ფარულავას თემურ თათარაშვილი უპირისპირდება და ქიბარ ხალვაშს მიმართავს

გადაცემა „ფარული კონვერტის“ ეთერში გასვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

 

კონკრეტულად კი გადაცემას, რომელიც სტუმარიც მოდელი გიორგი ნაზღაიძე გახლდათ.

 

განსაკუთრებით კი გაღიზიანდა მომღერალი თემურ თათარაშვილი.

 

გიორგი ნაზღაიძემ მისი მისამართით თქვა, რომ თითქოს თათარაშვილმა მას ერთ-ერთ საღამოზე ფეხზე ხელი დაადო.

 

სწორედ ამან გააღიზიანა მომღერალი და მოითხოვა, რომ „ფარულმა კონვერტმა“ მას საჯაროდ მოუხადოს ბოდიში.

 

„დღეს შედარებით ფრთხილი პოსტი დავწერე, არ მინდოდა მძაფრად მეთქვა ის რასაც სინამდვილეში ჩემგან და არამარტო ჩემგან იმსახურებს „ფარული კონვერტი” რომელსაც გადაცემასაც ვეღარ ვუწოდებ ისე დაბლა დაეშვა და გაბანძდა უკვე. სიბინძურის და ცილისწამებების ბუდედ გადაიქცა.

 

ამიტომ ამაზე აღარც შევჩერდები. მინდა პირდაპირ ტელევიზიას და მის ხელმძღვანელებს მივმართო: რას ერჩით ამ ტელევიზიას? რატომ აბანძებთ და უკარგავთ ყველანაირ ფასს და ღირსებას? ბატონ ქიბარ ხალვაშს ამისთვის ვგულშემატკივრობდით ამდენი ადამიანი რომ სიბინძურეები ბოლოს ჩვენსკენ მოემართათ ამ ტელევიზიიდან?

 

კატეგორიულად ვითხოვ ბოდიშის მოხდას და ვაცხადებ რომ არასდროს აღარ იქნება ჩემი ფეხი ამ ტელევიზიის არც ერთ გადაცემაში სანამ ფარული კონვერტიდან ბოდიშს არ მომიხდიან საჯაროდ!

სამარცხვინოა რაც ხდება და მოგმართავთ ბატონო ქიბარ და ბატონო პაატა სალია! ცილისწამება და ბოროტი ტყუილების ტირაჟირება არის დასჯადი!გთხოვთ აღკვეთოთ ეს მარაზმი თქვენს ტელევიზიაში რომელსაც ასე ვგულშემატკივრობდი აქამდე! ველოდები ბოდიშს“, – წერს თემურ თათარაშვილი.

 

„პრაიმტაიმი“ გადაცემის წამყვანს, ია ფარულავას დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X