16:31 | 2021-10-13 ავტორი: Prime Time

ვის, სად და როდის შეუძლია დარეგისტრირება ბუსტერ დოზაზე – (მოკლედ და გასაგებად)

ვის, სად და როდის შეუძლია დარეგისტრირება ბუსტერ დოზაზე – (მოკლედ და გასაგებად)

საქართველოში ბუსტერ დოზებით ვაქცინაცია იწყება.

 

 

ბუსტერი დოზის დაშვება ხდება ექვსი თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე იმ პირებში რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადება, მათ შორის ორგანოგადანერგილი პირები და სხვადასხვა იმუნური სისტემის შესუსტებით მიმდინარე დაავადებები.

VIDEO: საიდან იშოვა გიორგი ფხაკაძემ ფული, რომ ასეთ ფუფუნებაში ცხოვრობს - მოისმინეთ პასუხი
2021-10-13VIDEO: საიდან იშოვა გიორგი ფხაკაძემ ფული, რომ ასეთ ფუფუნებაში ცხოვრობს - მოისმინეთ პასუხი

 

პირებს, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ ორი დოზა ნებისმიერი ვაქცინით, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში შეიძლება გაიკეთონ ბუსტერ დოზა ნებისმიერი ვაქცინით გარდა „ასტრაზენეკისა“. თუმცა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილ პირებს შეეძლებათ ჩაიტარონ ბუსტერ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინით.

 

ბუსტერ დოზების შემთხვევაში, ვაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს რეგისტრაციის გარეშეც და რეგისტრაციითაც. სისტემა გაიმართება მესამე დოზაზე რეგისტრაციისთვის უკვე მომდევნო კვირისთვის“,- აღნიშნავს თამარ გაბუნია.

 

ამასთან, დამტკიცდა ვაქცინის ე.წ. დამატებითი დოზები მათთვის, ვისაც ეს სჭირდებათ.

 

თამარ გაბუნიას თქმით, მათი ჩატარება შეუძლიათ მათ, ვინც აცრილია „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“. თუ ასეთი ადამიანები მიდიან სამოგზაუროდ კონკრეტული მიზნით, მათ მეორე აცრიდან 28 დღეში შეეძლებათ კიდევ ერთხელ გაიკეთონ ის ვაქცინა, რომელსაც კონკრეტულ ქვეყანაში თხოვენ. ამასთან, მათ უნდა წარადგინონ საბუთი, რატომ სჭირდებათ აცრა.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!