11:23 | 2020-04-14 ავტორი: Prime Time

ჰქონდა თუ არა მრევლთან შეხება – ინფიცირებული მღვდელის კონტაქტებს სწავლობენ

ჰქონდა თუ არა მრევლთან შეხება – ინფიცირებული მღვდელის კონტაქტებს სწავლობენ

„როგორც ცნობილი გახდა, ვერის ტაძრის მღვდელმსახური (იოანე ღვთისმეტყველში) გ.პ დაინფიცირდა კორონავირუსით.

 

მრევლის თქმით, ბზობასაც ჰქონდა ადამიანებთან შეხება, რაც საყურადღებო და საგულისხმოა“, – წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია სოციალურ ქსელში.

 

ამ დროისთვის ინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

 

ამ დროისთვის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს, მათ შორის მრევლში.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს კორონავირუსი მრევლისგან გადაედო.

 

ამის შემდეგ ინფიცირებულმა მღვდელმა, მოინახულა მისი და, რომელიც თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის, „თიმის“ თანამშრომელია, რომელმაც თავის მხრივ კლინიკის კიდევ 4 თანამშრომელი დააინფიცირა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X