11:16 | 2020-02-03 ავტორი: Prime Time

ჰონგ კონგში ჩინეთთან საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით ასობით მედიკოსი გაიფიცა

ჰონგ კონგში ჩინეთთან საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით ასობით მედიკოსი გაიფიცა

ჰონგ კონგში ჩინეთთან საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით ასობით მედიკოსი გაიფიცა. ამის შესახებ „BBC“ წერს.

 

კოორნავირუსის გავრცელების გამო, ჰონგ-კონგმა ჩინეთთან სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლა შეაჩერა, მაგრამ საავადმყოფოების თანამშრომლები საზღვრის სრულ ჩაკეტვას ითხოვენ.

 

„თუ საზღვარი სრულად არ ჩაიკეტება, ჩვენ არ გვეყოფა ადამიანური რესურსი, აღჭურვილობა და საიზოლაციო ოთახები დაავადებასთან საბრძოლველად“,-  განაცხადა “საავადმყოფოების თანამაშრომელთა ალიანსის“ თავმჯდმარემ ვინი იუმ.

 

მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში 4 თებერვლიდან გაფიცვას ათასობით ექიმი შეუერთდება.

 

ჰონგ კონგი – რომელსაც შვიდი მილიონი ადამიანი ჰყავს – ჩინეთის ნაწილია, მაგრამ ინარჩუნებს მნიშვნელოვან ავტონომიას. შესაბამისად, საზღვარი ისე ფუნქციონირებს, როგორც ჩვეულებრივი საერთაშორისო გამშვები პუნქტი.

 

ამ დროისთვის ჰონგ კონგში გამოვლენილია კორონავირუსის 15 შემთხვევა. ბოლო მონაცემებით,  ვირუსმა ქვეყანაში 361 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 17 200-ს აღემატება.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X