fbpx
22:40 | 2020-10-27 ავტორი: Prime Time

ჰყავს თუ არა ქართულ პოლიტიკას აუტსაიდერები? – ვინ შეიძლება “გაქრეს” პოლიტიკური ველიდან არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში

ჰყავს თუ არა ქართულ პოლიტიკას აუტსაიდერები? – ვინ შეიძლება “გაქრეს” პოლიტიკური ველიდან არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე დააანონსა, რომ 2020-ის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არამხოლოდ ქვეყნის, არამედ პერსონალურად მათ მომავალსაც განსაზღვრავს პოლიტიკაში. მაგალითად, ეკა ბესელია, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისში ღიად განაცხადა, რომ თუ 2020 წლის არჩევნებით პარლამენტში ვერ შევა, პოლიტიკიდან წავა – ეს განცხადება მან „ფორმულას“ ეთერში გააკეთა.

 

როგორც პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მიზნისთვის ბრძოლა მიიყვანოს ბოლომდე და თუკი ამ მიზანს ვერ მიაღწევს, პოლიტიკიდანაც წავა, თუმცა სხვა ფრონტიდან იბრძოლებს სამართლიანი სასამართლოსთვის.

 

„თუ ჩემი ახალი პარტია არჩევნების შედეგად პარლამენტში ვერ შევა, მე პოლიტიკიდან წავალ. მე ამ პარტიით მინდა ამ ქვეყანაში ბრძოლა სამართლიანი სასამართლოსთვის თანამოაზრეებთან ერთად. თუ ეს მიზანი ვერ მივიყვანე ბოლომდე, მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს პოლიტიკაში. შეიძლება სხვა ფრონტიდან ვიბრძოლო. ზუსტად ვიცი რისთვის ვიბრძვი, ვიცი როგორ მივიდე და ბევრი ადამიანია საჭირო ამისთვის. ბევრი ადამიანი მეიმედება და ბევრი ასეთი ადამიანი უნდა იყოს პოლიტიკაში, რომ მიზანს მივაღწიოთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

მსგავსი შინაარსის განცხადება, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმაც გააკეთა. მისივე თქმით, თუ ამომრჩეველი მანდატს არ გაძლევს, მაშინ „შენი გზა სხვაგან უნდა მონახო“.

 

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია, ის გამოთქმა ვიხმაროთ -„ნიახური ხომ არა ხარ, მეორედ მოხვიდეო,“- აღნიშნა ოქრუაშვილმა.

 

 

“პოლიტიკა საიქიოსავითაა, ვინც შიგნით შევა, უკან აღარ ბრუნდება”

 

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე „მაინც დაგაბოქლომებთ“ შეთანხმდა

 

არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. პოლიტიკური კამპანიაც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის გაკეთება, რამდენიმე ათეულ პარტიის შორის უწევს. მიუხედავად ერთ პროცენტიანი ბარიერისა, ბუნებრივია, რომ შეიძლება, რამდენიმე პოლიტიკური პარტია 31 ოქტომბრის შემდეგ, უბრალოდ „გაქრეს“…

 

ვისი პარტია რამდენ მილიონს ხარჯავს 2020 წლის არჩევნების მოსაგებად
2020-10-24ვისი პარტია რამდენ მილიონს ხარჯავს 2020 წლის არჩევნების მოსაგებად

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, ვინ შეიძლება ჩაითვალოს ქართული პოლიტიკის აუტსაიდერებად და როგორ აფასებენ, პოლიტოლოგები წინასარჩევნოდ განცხადებებს – „თუ ამომრჩეველი მანდატს არ გაძლევს, მაშინ შენი გზა სხვაგან უნდა მონახო“…

 

რამაზ საყვარელიძე – პოლტილოგი:

 

„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე შეჩვეული ვარ გამოკვლევებისთვის ანგარიშის გაწევას. ერთ-ერთი ბოლო კვლევა „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა. ვინც ატარებდა ძალიან სანდოა. „ქართული ოცნებას“ დაახლოებით 55% ჰქონდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 20%. „ევროპულ საქართველო“, „ლელო“, „გირჩი“ 100-მდე მონაცემს ავსებდა…

მიუხედავად იმისა, რომ ბარიერი ძალიან დაბალია და ერთი ნაბიჯი უნდა გადალახვას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გამოკვლევით დაახლოებით 50 პარტია ბარიერს მიღმა რჩება. დრამატული შედეგი იქნება, რადგან ბევრი პარტიისთვის მატრამვირებელი იქნება.

დავით გამყრელიძე პოლიტიკიდან მას შემდეგ წავიდა, რაც 4% მიიღო. გასაკვირი არაფერია, ამ ფონზე. პოლიტიკა საიქიოსავითაა, ვინ შევა შიგნით, უკან აღარ ბრუნდება. თორემ თუ ნორმალურად მოვეპყრობით პოლიტიკას ყველა საქმიანობაში შეიძლება ადამიანებმა ბედი სცადონ და შემდეგ, წავიდნენ. ასეთი განცადებები გასაკვირი არ არის“.

 

ვახტანგ ძაბირაძე – პოლიტოლოგი:

„ვვარაუდობ, რომ ჯამურად 10 პოლიტიკური ორგანიზაცია პარლამენტში მოხვდება . ერთი მანდატით მაინც. 60-ზე მეტი პარტიაა. „ქართული ოცნება,“ „ძალა ერთობაშია“, „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“.

პოლიტიკიდან რომ მიდიან, მსგავს განცხადებებს ქართული პოლიტიკა მიჩვეულია. თუმცა, მე წასული არავინ მინახავს. რამდენიმე გამონაკლისის გარდა“.

 

არჩევნები 2020

 

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, 120:30-ზე პროპორციით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ პარლამენტს 30 მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება, 120 კი პარტიული სიებით დაკომპლექტდება.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა.

ხმის მიცემის უფლება საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს აქვს, როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ავტორი:თათია ცუკოშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X