23:09 | 2020-06-03 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ჰიდროქსიქლოროქინზე ცდები განახლდა

ჰიდროქსიქლოროქინზე ცდები განახლდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ჰიდროქსიქლოროქინითკორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე მკურნალობის ცდებს განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენბისი“ ავრცელებს.

 

„აღმასრულებელმა გუნდმა ეს რეკომენდაცია მიიღო და ემხრობა „ჰიდროქსიქლოროქინის“ მეშვეობით ცდების ჩატარების განახლებას.“- განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის

 

ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

პლაქვენილს საქართველოში დროებით აღარ გამოიყენებენ
2020-05-27პლაქვენილს საქართველოში დროებით აღარ გამოიყენებენ

 

გადაწყვეტილება პრეპარატის გამოყენების დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 25 მაისს მიიღო.

 

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ლანცეტის“ კვლევამ აჩვენა, რომ „ჰიდროქსიქლოროქინით“ მკურნალობა ახალი კორონავირუსის პაციენტებში სიკვდილიანობის დონეს ზრდიდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მონაცემების გადახედვის შემდეგ ეს ჰიპოთეზა უარყო.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X