11:01 | 2020-03-23 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ჰარვი ვაინშტეინს ციხეში კორონავირუსი დაუდგინდა

ჰარვი ვაინშტეინს ციხეში კორონავირუსი დაუდგინდა

ცნობილ ამერიკელ კინოპროდიუსერს, ჰარვი ვაინშტეინს, რომელიც სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.

 

როგორც ნიუ-იორკის პენიტენციალურ დაწესებულებაშ აცხადებენ, ის იზოლაციაშია მოთავსებული. ყველა ის პირი, კი რომელსაც ვაინშტეინთან კონტაქტი ჰქონდა კარანტინშია.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში 2017 წელს დაადანაშაულეს. მას ბრალად ძალადობა, გაუპატიურება და სექსუალური შევიწროება ედებოდა, რის შემდეგაც, ყველა ჯილდო და ტიტული ჩამოართვეს. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ – The New York Times-მა და The New Yorker-მა გამოაქვეყნა.

მიმდინარე წლის 11 მარტს კი, ის დამნაშავედ ცნეს და 23-წლიანი პატიმრობა შეუფაერდეს. 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 34 000 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 413-ია.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები