16:02 | 2020-08-27 ავტორი: Prime Time

ჰამოვიდეს, რა ვქნა“ – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

ჰამოვიდეს, რა ვქნა“ – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

ჩამოვიდეს არანაირი პრობლემა არ არის…… Hamovides, რა ვქნა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე საუბრისას განუცხადა.

 

„მე ვბრუნდები“ - მიხეილ სააკაშვილი
2020-08-27„მე ვბრუნდები“ - მიხეილ სააკაშვილი

 

„არ მგონია, რომ ის დაბრუნდეს საქართველოში. ეს არის მორიგი ტყუილი, მორიგი ბლეფი. თუმცა, ჩამოვიდეს არანაირი პრობლემა არ არის და მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა,რაც ჩაიდინა წლების განმავლობაში…. Hamovides, რა ვქნა?!“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს გამოქვეყნებულ ვიდეო-მიმართვაში სააკაშვილი აცხადებდა „ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები“.

 

„ქართული ოცნება“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-მიმართვას Facebook გვერდზე ასე გამოეხმაურა – „Miha hamodiii“.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +