10:40 | 2020-07-27 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“გზის მეორე მხარეს დედა ელოდებოდა… ბავშვის გარდაცვალებას შეესწრო” – არაგვისპირში მომხდარი ტრაგედია

“გზის მეორე მხარეს დედა ელოდებოდა… ბავშვის გარდაცვალებას შეესწრო” – არაგვისპირში მომხდარი ტრაგედია

გვიან ღამით ტრაგედია მოხდა არაგვისპირში, ნასვამი პოლიციელი ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცავალა.

 

ახლობლების თქმით, არასრულწლოვანს, რომელიც გზაზე გადარბოდა, მეორე მხარეს დედა ელოდებოდა. ის საკუთარი შვილის გარდაცვალებას შეესწრო.

 

“გზაზე გადაირბინა, მეორე მხარეს დედა ელოდებოდა და ამ დროს დაეჯახა მანქანა. აქ ხშირად ხდება ასეთი შემთხვევები, ყირაზე გადადიან მანქანები” – განაცხადა დაღუპული არასრულწლოვანის ახლობელმა.

 

დანაშაული უკვე გახსნილია, პროკურატურამ ავტომობილის მძღოლი დააკავა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და  ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

 

იხილეთ ვიდეო

 

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +