fbpx
09:28 | 2020-11-21 ავტორი: Prime Time

გზა კედებით თეთრ სახლამდე – რა ვიცით ქალზე, რომელიც აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდება

გზა კედებით თეთრ სახლამდე – რა ვიცით ქალზე, რომელიც აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდება

იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატების არჩევნების საბოლოო და ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანა 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენს აირჩევს, 20 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.

 

“მე პირველი ქალი ვარ, რომელიც ასეთ მაღალ პოსტს დაიკავებს, მაგრამ არ ვიქნები უკანასკნელი”,- ასე მიმართა ამერიკელებს არჩევნების შემდეგ კამალა ჰარისმა.

 

ჰარისი – ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი

 

კამალა ჰარისს სურდა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყო. თავდაპირველად ის მიიჩნეოდა კიდეც ფავორიტ კანდიდატად და დებატებშიც დიდი ყურადღება მიიპყრო, თუმცა, 2019 წლის დეკემბერში რბოლას გამოეთიშა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად შეწყვიტა.

„ჩვენ ეს შევძელით, ჯო“ - კამალა ჰარისის ემოციური მილოცვა ჯო ბაიდენს
2020-11-08„ჩვენ ეს შევძელით, ჯო“ - კამალა ჰარისის ემოციური მილოცვა ჯო ბაიდენს

 

მიუხედავად ამისა, კამალა მაინც რჩებოდა პოლიტიკური მოვლენების სცენაზე. ის ყურადღებას ამახვილებდა სოციალურ-სამართლებრივ რეფორმაზე, განსაკუთრებით, 2020 წლის მაისში, პოლიციელის მიერ, აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით.

 

კამალას მაშინდელმა აქტივობებმა მისი ბევრი ისეთი მოწინააღმდეგე გააჩუმა, ვინც ადრე მას პოლიციის მხრიდან ძალადობის გადამეტების ფაქტების არასათანადოდ გამოძიებაში ადანაშაულებდა.

 

ამ პროცესების პარალელურად, დემოკრატები ჯო ბაიდენს მოუწოდებდნენ, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ფერადკანიანი ამერიკელი ქალი დაესახელებინა, რადგან ქვეყანაში რასობრივი უსამართლობა მთავარ გამოწვევად იყო ქცეული.

 

ასეც მოხდა – 2020 წლის აგვისტოში, ბაიდენმა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

 

ძალიან გაუმართლა სპორტული ფეხსაცმლის კომპანიას, რომლის აქტიური მომხმარებელი კამალა ჰარისია. ირკვევა, რომ ჰარისის საყვარელი ფეხსაცმელი CONVERSE-ს სნიკერია.

 

კამალა ჰარისი აირჩია, რომელიც მომავალი წლების განმავლობაში, უდიდეს როლს შეასრულებს არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ მსოფლიო პოლიტიკის წარმართვაში.

 

თუმცა, დღეიდან, მომავალი 4 წელი, მოდის პრესა ისაუბრებს არა მხოლოდ ჯილ ბაიდენზე, რომელიც პირველ ლედიდ მოგვევლინება, არამედ კამალაზე, რომელმაც გზა თეთრ სახლამდე Converse- ს სნიკერით გაიარა.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X