19:25 | 2021-07-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

GWP წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

GWP წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

27 ივლისს, მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის კვეთაზე ავარიულად დაიზიანდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი, რამაც გზის სავალი ნაწილის დაიზიანება გამოიწვია.

 


 

შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
2021-07-27შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

 

ადგილზე მობილიზებულია ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები და ტექნიკა. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და უკვე დაწყებულია დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები.

 

„მილის დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დროს აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა.

 

28 ივლისის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება: რუსთაველის გამზირს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, გრ.აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ.აბაშიძის, ლაღიძის, ზანდუკელის, ჩხეიძის, მარჯანიშვილის, თაბუკაშვილის და კოსტავას ქუჩების ნაწილს, ჯავახიშვილის, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ახვლედიანის და მიმდებარე ქუჩებს“, – ამბობენ კომპანიაში.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური


X

error: Content is protected !!