fbpx
22:14 | 2020-10-20 ავტორი: Prime Time

გვქონდა ხარვეზები, მივიღეთ არასწორი გადაწყვეტილება – პაატა იმნაძე დაშვებულ შეცდომებზე ალაპარაკდა

გვქონდა ხარვეზები, მივიღეთ არასწორი გადაწყვეტილება – პაატა იმნაძე დაშვებულ შეცდომებზე ალაპარაკდა

ჩვენც გვქონდა ხარვეზები. აშკარად არასწორი, ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კარვები გაგვეხსნა ბათუმში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

კორონავირუსი რომ მსუბუქად გადაიტანოთ! - ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე გირჩევთ, როგორ მოიქცეთ
2020-10-20კორონავირუსი რომ მსუბუქად გადაიტანოთ! - ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე გირჩევთ, როგორ მოიქცეთ

 

მისი თქმით, ბათუმში ტესტირების კარვების გახსნამ ლაბორატორიების გადატვირთვა გამოიწვია.

 

„ამან გამოიწვია ის, რომ ყველა ცნობისმოყვარე იკმაყოფილებდა ცნობისმოყვარეობას. ამან გამოიწვია ლაბორატორიების გადატვირთვა და შემდეგ, უკვე პასუხები დაგვიანდა იქ, სადაც პასუხები ადამიანებს დროულად უნდა მიეღოთ.

 

ეს იყო ჩვენი შეცდომა. შეცდომა არ მოსდის მას, ვინც არაფერს აკეთებს. მერე კრიტიკა ადვილია მათთვის ვინც არაფერს აკეთებს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

ნახეთ ვიდეო → ყველა ცნობისმოყვარე იკმაყოფილებდა ცნობისმოყვარეობას – პაატა იმნაძე ბათუმში ტესტირების კარვების გახსნაზე 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X