16:32 | 2021-09-25 ავტორი:

გვპირდებიან, რთველის დასრულების შემდეგ, აცრის პროცესი უფრო გააქტიურდება – ამირან გამყრელიძე

გვპირდებიან, რთველის დასრულების შემდეგ, აცრის პროცესი უფრო გააქტიურდება – ამირან გამყრელიძე

„თუ ხალხი ოქტომბერ-ნოემბერში მაქსიმალურად აიცრება, მეხუთე ტალღა მსუბუქი იქნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა და მომავალი სამი თვე ინტენსიური აცრები უნდა იყოს იმისთვის, რომ მეხუთე ტალღა, არ იყოს ისეთი მძიმე, როგორც მეოთხე.

 

“მომავალი სამი თვე უნდა იყოს ინტენსიური. ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისი გაქვს, ამიტომ ვთავაზობთ ადამიანებს ავიცრათ, აცრის გარეშე ამ ეპიდემიას ვერ დავასრულებთ.

 

გვპირდებიან ყველა შეხვედრაზე, რომ რთველის დასრულების შემდეგ, აცრის პროცესი უფრო გააქტიურდება“ – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X

error: Content is protected !!