11:35 | 2020-03-17 ავტორი: Prime Time

გვყავს ერთი საეჭვო პაციენტი, რომელსაც შესაძლოა დღეს კორონავირუსი დაუდასტურდეს – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა, რომ არის ერთი პაციენტი, რომელთანაც არის კლინიკური სიმპტომი გამოხატული, კონტაქტი და ისეთი მონაცემები, რომ შესაძლოა დღეს კორონავირუსი დადასტურდეს.

 

„ჯერჯერობით დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, თუმცა ერთი პაციენტის პასუხი საეჭვოა. გუშინ ძალიან კარგი დღე გვქონდა, გავწერეთ ერთი პაციენტი. ვფიქრობ პირველს თანდათან მიჰყვებიან სხვა პაციენტებიც. დაავადება დროში იწელება და ამიტომ გაწერა ცოტა გვიანდება. ამჟამად ჩვენს კლინიკაში ვინც იმყოფება, ყველას მდგომარეობა ნორმალურია“, – განაცხადა ენდელაძემ.

 

ცნობისთვის, დღეს გაირკვა, რომ საქართველოში კიდევ ერთი ინფიცირებულია.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი