fbpx
10:53 | 2020-03-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გვყავს 8 პაციენტი, აქედან 4 მძიმე პნევმონიით ფასდება – მარინა ეზუგბაია

გვყავს 8 პაციენტი, აქედან 4 მძიმე პნევმონიით ფასდება – მარინა ეზუგბაია

„28 პაციენტიდან შემატებულ პაციენტებს შორის გარკვეულწილად ჩვენ გვყავს 8 პაციენტი პნევმონიით, აქედან 4 პაციენტი მძიმე პნევმონიით ფასდება“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არის სტაბილური სიტუაცია, თუმცა ეს სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებას არ ნიშნავს.

 

„არსებული პაციენტების მდგომარეობას, რაც ეხება 28 პაციენტიდან შემატებულ პაციენტებს შორის გარკვეულწილად ჩვენ გვყავს 8 პაციენტი პნევმონიით, აქედან 4 პაციენტი მძიმე პნევმონიით ფასდება, უბრალოდ სტაბილური სიტუაციაა დაწყებული მკურნალობის ფონზე და ვიმედოვნებთ, რომ პროგრესირება არ იქნება და ამ დონეზე თუ შეგვიჩერდება პროცესი ეს ძალიან კარგი იქნება.

 

ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესება. დანარჩენ 4 შემთხვევაში საშუალოზე მსუბუქი მიმდინარეობით არის პნევმონია, აქაც მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება ამ ეტაპზე და მათთანაც ჯერჯერობით არ შეინიშნება პროგრესი, მაგარ მე სულ ვამბობ, რომ ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაცია არ ნიშნავს, აუცილებლად სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებას, დაავადების პროგრესირება შეიძლება ნებისმიერ ეპიზოდზე განვითარდეს გამოვლენიდან 13 დღის განმავლობაში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X